წეროს ღვთისმშობლის სკიტი

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • წეროს ღვთისმშობლის სკიტი

წეროს ღვთისმშობლის სკიტი გორისა და ატენის ეპარქია

„ისტორიამ არ იცის სხვა ასეთი მაგალითი: ქართველ ხალხს მრავალგზის განუცდია უცხოტომელთაგან აოხრება, ტყვეობა, ცილისწამება, დ...
22/07/2026

„ისტორიამ არ იცის სხვა ასეთი მაგალითი: ქართველ ხალხს მრავალგზის განუცდია უცხოტომელთაგან აოხრება, ტყვეობა, ცილისწამება, დევნა, მაგრამ მას არასოდეს ჩაუდია გულში ბოროტება და შური, არასოდეს აღვსილა სიძულვილით ამ ხალხთა მიმართ. ქართველ კაცს უყვარს თავისი მტერიც კი და იცის პატიება, რადგან მასში ცოცხლობს ქრისტეს სიყვარული.“
უწმინდესი და უნეტარესი ილია ||, საშობაო ეპისტოლე 2008წ.

რომელმან-იგი კაცთა ცხორებისათჳს არა სირცხჳლ-იჩინა განკაცებაჲ, მან სახიერმან მეუფემან არცა ერთი დაბადებულთა თჳსთაგანი დაუ...
06/07/2026

რომელმან-იგი კაცთა ცხორებისათჳს არა სირცხჳლ-იჩინა განკაცებაჲ, მან სახიერმან მეუფემან არცა ერთი დაბადებულთა თჳსთაგანი დაუტევა უკურნებელად, არამედ ვითარცა-იგი მკჳდრთა ქუეყანისათა მიერ დასატევნელ იქმნა ჴორცთ შესხმითა, და ქადაგ იქმნა მათ შორის დიდისა მის ზრახვისა - მამისა ღმრთეებასა, ეგრეთვე მყოფთა ჯოჯოხეთისათა მიმართცა მიიწია სიკუდილითა და სულთა მათ შორის შეყენებულთა ქადაგა სულითა მით კაცობრივითა, რომელი ჯუარსა ზედა შეჰვედრა მამასა, რაჲთა არა ხოლო მათ, რომელნი მეცნიერ იყვნეს მისსა, არამედ მათცა, რომელნი-იგი ოდესმე ურჩ და უმეცარ იყვნეს, სწორებით ეუწყოს ქადაგებაჲ ცხორებისაჲ.

რამეთუ არა ხოლო ცოდვილთა, არამედ მართალთაჲცა იგივე იყო სავანე - ქუესკნელი ჯოჯოხეთისაჲ, ვინაჲთგან სამოთხე დაჴშულ იყო გარდასლვითგან ადამისით.

ხოლო სასუფეველი ცათაჲ არღა სავალ-ქმნილ იყო კაცთა, რამეთუ მიელოდა ქრისტეს მიერ წინა-განღებასა, დასაბამითა თბისა ჩუენისაჲთა.

ამისთჳსცა ჯოჯოხეთს მკჳდრთა, მართალთა და ცოდვილთა, ყოველთა სწორებით ექადაგა, და რომელთაცა ჰრწმენა, იგინიცა აღდგეს ქრისტეს თანა და აღმოიყვანნეს ჯოჯოხეთით.
წმ.იოანე ოქროპირი.

გევედრები, იწურთიდით მარადის საღმრთოთა მათ სიტყუათა. რამეთუ დიდი სარგებელი არს სულისაჲ საქმე ესე და დიდთა კეთილთა მომატყ...
16/06/2026

გევედრები, იწურთიდით მარადის საღმრთოთა მათ სიტყუათა. რამეთუ დიდი სარგებელი არს სულისაჲ საქმე ესე და დიდთა კეთილთა მომატყუებელი; რამეთუ ვიწურთიდეთ თუ სიტყუათა ღმრთისათა, მარადის სათნო ვეყვნეთ უფალსა და სულისა წმიდისა მადლი მოვიდეს ჩუენდა და განანათლნეს თუალნი გონებისა ჩუენისანი და ესრეთ საშინელ ვიყვნეთ ეშმაკისა. ანუ არა უწყითა, ვითარმედ ამისთჳს მომცა ჩუენ ღმერთმან თუალნი და ყურნი და პირი და სასმენელნი, რაჲთა ყოველნი ასონი ჩუენნი მას ჰმსახურებდენ, რაჲთა პირი ჩუენი სიტყუათა მისთა იწურთიდეს, მას უგალობდეს დაუცხრომელად, მისა შევსწირვიდეთ მადლობასა, რაჲთა სასმენელნი ჩუენნი მცნებათა მისთა ისმენდენ, თუალნი ჩუენნი საღმრთოთა წერილთა აღმოიკითხვიდენ, ჴელნი ჩუენნი იქმოდინ საქმეთა სათნოებისათა და გონებაჲ ჩუენი განწმედილ იყოს ყოვლისაგანვე ნივთისა ვნებათაჲსა. რამეთუ, ვითარცა ჴორცნი იყვნენ რაჲ ჰაერსა შინა კეთილსა, მრთელ არიან, ეგრეთვე სული ესევითარსა რაჲ წურთასა შინა იყოს, მარადის განწმენდილ არს ყოვლისაგანვე ბოროტისა და განთავისუფლებულ სენთა მათგან ცოდვისათა.

არა ჰხედავა თუალთა მათ ჴორციელთა, ოდეს კუამლსა შინა იყვნენ, ვითარ ცრემლოიან და მრღჳე არიან? ხოლო იყვნენ რაჲ ჰაერსა კეთილსა, სამოთხეთა შინა ყუავილოანთა და წყაროთა ზედა გრილთა, ვითარ მრთელ და კეთილად მხედველ არიან? ეგრეთ არიან თუალნიცა სულისანი, ოდეს სამოთხესა შინა საღმრთოთა სიტყუათასა ვიქცეოდით, ფრთხილ არიან და კეთილად მხედველ, ხოლო შევიდეთ რაჲ კუამლსა მას შინა საქმეთა სოფლისათა,
ცრემლი და ტირილი ხუდების მათ აქაცა და მერმესა მას, რამეთუ ნანდჳლვე კუამლისა მსგავს არიან კაცობრივნი საქმენი. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳის: "მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა"; არამედ იგი მსწრაფლ წარმავლობასა მათსა მოასწავებდა, ხოლო მე არა ამისთჳს ოდენ, არამედ შფოთისა მისთჳსცა და დაუდგრომელობისა მათისათჳს ვიტყჳ მსგავსებად კუამლისა.

ჭეშმარიტად არარაჲ ესრეთ აღმამრუეველ თუალთა სულისათა და დამაბნელებელ, ვითარ საწუთროჲსა ზრუნვანი და გულისთქუმათა არმური. ესე არიან ნივთ საჴუმილისა მის და აღმტეობელ კუამლისა მის; და ვითარცა ცეცხლსა დაერთოს რაჲ შეშაჲ ნედლი და სუელი, ფრიადი აღუტევის კუამლი, ეგრეთვე გულისთქუმამან ბოროტმან, რაჟამს პოის სული აღვსებული მწჳრითა მით დაჴსნილობისაჲთა, კუამლი ჴშირი განამრავლის ვნებათაჲ. ამისთჳს საჴმარ არს ჩუენდა ცუარი იგი და ნიავი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა საჴუმილი იგი დაშრიტოს და კუამლი განაქარვოს და გონებაჲ ჩუენი განანათლოს, რამეთუ, ვიდრემდის ესევითარითა მით კუამლითა დაბნელებულ ვიყვნეთ და ვნებათა სიმძიმითა დამძიმებულ, ვერ ჴელგუეწიფების ზეცად აღსლვად.

რამეთუ ფრიადი სიფრთხილე თუალთა მიერ სულიერთაჲ და განწმენდაჲ ცოდვათაგან გჳღირს, რაჲთა მოვიდეს ჩუენ ზედა მადლი სულისა წმიდისაჲ და წარმიძღუეს გზასა მას ზეცისასა. რამეთუ, არათუ იგი მოვიდეს ჩუენ ზედა, შეუძლებელ არს გზისა მის პოვნად. ხოლო იგი, უკუეთუ არა წმინდა ვყვნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან ბოროტისა, არა დაიმკვიდრებს ჩუენ შორის. ამისთჳს, ძმანო, ვისწრაფოთ განდევნად ყოველთავე ვნებათა ჩუენგან, ვისწრაფოთ განწმედად თავთა ჩუენთა წურთითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, განვეშორნეთ ზრახვათა სოფლიოთა და ცუდთა, რომელთა შინა არარაჲ არს კეთილი, არამედ ყოველივე მავნებელ.

რამეთუ, რომელი-იგი სულისა სარგებელ იყოს, ღმრთისაცა საყუარელ არს, ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს სულისა, შემაწუხებელ არს უფლისა და სათნო ეშმაკისა.

ანუ არა ესრეთ არსა, ოდეს ვიწყოთ ზრახვათა ამაოთა, ოდესმე ვიცინოდით, ოდესმე ვიკიცხეოდით, ძჳრსა ვზრახვიდით, ვტყუოდით, ვფუცვიდით, ზღაპართა ვიტყოდით, რაჲ-იგი ჩუენდა არა საურავ არნ, მას ვზრუნვიდით, ხოლო ფსალმუნებასა შინა და ლოცვასა და წიგნის კითხვასა დამძიმებულ და დაჴსნილ ვიყვნით. ვერ ძალგუედვის საღმრთოთა სიტყუათა მცირედთაცა დასწავლად, ხოლო საეშმაკოთა შინა უმჴურვალეს ცეცხლისა ვიპოვნით. მრავალნი არიან აქა მდგომარენი, რომელნი, უკუეთუ ვინ განიკითხეს და ჰკითხნეს, სიმღერანი და საეშმაკონი ჴმანი და სატრფიალონი სიტყუანი მრავალნი და მრავლსახენი წარმოთქუნენ და საღმრთოთა სიტყუათაგანი არცათუ ერთი რაჲ იცოდინ.

არამედ რასა მომიგებენ ესევითარისა მოქმედნი იგი, არა თუ ჩუენ მონაზონნი ვართო, არამედ სოფელსა შინა ვიქცევით და სოფლისა საქმეთა ვზრუნავთ, ხოლო ეგევითარი ეგე მონაზონთა საქმეჱ არს, რაჲთა ფსალმუნთა და ლოვათა წურთიდენ და წიგნთა იკითხვიდენ, ხოლო ჩუენ ჩუეულ ვართ მღერასა და განფრთხობასა.

ჵ, სიტყუანი ბოროტნი, ჵ, გულისსიტყუანი წარმწყმედელნი! ამათ ყვეს ყოველივე უკეთურებით, რომელ ეგრე გგონიეს, თუ მონაზონთათჳს დაწესებულ არს წიგნთა კითხვაჲ და არა უწყით, ვითარმედ თქუენდა უმეტესად საჴმარ არს ესე წამალი, რომელნი-ეგე მარადღე მოიწყლვით ეშმაკისა მიერ. აწ უკუე არა კითხვისა ფრიად ესე უძჳრეს არს; რომელ ეგრეთცა გაქუს, თუ არა საჴმარ არს თქუენდა, არცა თანანადებ კითხვაჲ და წურთაჲ საღმრთოთა სიტყუათაჲ. არა გესმისა, რასა იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: "ესე ყოველი სწავლად ჩუენდა დაიწერა". ნუუკუე მონაზონთათჳს თქუა ესე? არა ყოველთა მორწმუნეთათჳს იტყჳსა? ანუ უფალმან მცნებანი თჳსნი არა ყოველთა მორწმუნეთა მისცნაა? ისმინეთ, რასა ეტყჳს მოციქულთა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისაჲთ და ძისაჲთ და სულისა წმიდისაჲთ და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ". ვითარ უკუე იტყჳთ, თუ მონაზონთა ხოლო უჴმს კითხვაჲ და სმენაჲ წერილთაჲ, თქუენ არა გიჴმსა?

იხილენ კაცადკაცადმან თავი თჳსი, თუ ვითარ არს გონებაჲ მისი,
ოდეს ლოცვაჲ ესმოდის, ანუ ვითარ არს ოდეს სიმღერაჲ ესმოდის, ვითარ არს, ეკლესიასა შინა რაჲ იყოს, და ვითარ არს - თეატრონსა შინა. და ცნას ცვალებაჲ იგი სულისაჲ, თუ ვითარ ერთი იგი სული აქა სხუად შეიცვალების და მუნ სხუად. ამისთჳს იტყჳს მოციქული: "განრყუნიან წესნი კეთილნი ზრახვათა ბოროტთა". ამისთჳს გჳღირს ზედაჲსზედა სმენად სიტყუათა საღმრთოთა, რაჲთა ჩუენნი იგი ბოროტნი წესნი კეთილად მოიქცენ. არა უწყითა, რამეთუ ამით ოდენ უაღრეს ვართ პირუტყუთასა, რომელ პირმეტყუელ ვართ. ხოლო სხჳთა უმრავლესითა უდარეს ვართ მათსა: ძალითა და სიმალითა და სხჳთა ესევითარითა. აწ უკუეთუ პირმეტყუელებაჲცა ჩუენი უძჳრეს მათისა მის პირუტყუებისა იყოს, არა დიდად დასასჯელ ჩუენდა იქმნასა?

საზრდელ სულთა ჩუენთა სიტყუანი ღმრთისანი არიან და ნაკლულევანებაჲ მათი სიყმილად წოდებულ არს. რამეთუ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელისა მიერ: "მივსცე მათ არა სიყმილი პურისაჲ, ანუ წყურილი წყლისაჲ, არამედ სიყმილი სმენად სიტყუათა უფლისათა". რაჲ უკუე უძჳრეს არს ამისა ოდენ, რომელ-იგი უფალმან სატანჯველად რისხვისა თქუა, შენ ნეფსით თჳსით მოაწიო სულსა ზედა შენსა - სიყმილი იგი ბოროტი.

არა ჰხედავა, ვითარმედ სული სიტყვათაგან თითოსახედ იცვალების? სიტყუამან აღძრას იგი რისხვად, სიტყუამან დაამშჳდის კუალად, სიტყუამან ბილწმან აღაზრზინის გულისთქუმად, სიტყუამან სიწმიდისამან შეაყუარის სიწმიდე. ვინაჲთგან უკუე სიტყუათა ლიტონთა ესოდენი ძალი აქუს, ვითარ წმიდათა წერილთა შეურაცხჰყოფ, რომელთა შინა ძალი სულისა წმიდისაჲ არს და ამისთჳს ძალუც სულთა მათ განფიცხებულთა სწავლითა მოლბობად უმეტეს ცეცხლისა, უკუეთუ სარწმუნოებით მოუჴდენ.

ესრეთ ძალუც სიტყუათა საღმრთოთა, ესრეთ მცირეთა და დიდთა სარგებელ არიან.

იხილეთ დავით, ოდეს იგი დიდსა მას ცოდვასა შთავარდა, ესმნეს რაჲ სიტყუანი კეთილნი, მოვიდა სინანულსა მას დიდებულსა. იხილენ მოციქულნიცა, არა სიტყუათა მათ უფლისათა სმენითა მოვიდეს საზომსა მას და ყოველი სოფელი მოიმოწაფეს?

და რაჲ სარგებელ არს, იტყჳნ ვინმე, უკუეთუ ვისმენდეთ სიტყუათა საღმრთოთა და არა ვიქმოდით? არს ესრეთცა დიდი სარგებელი: აბრალოს თავსა თჳსსა, სულითქუნეს რომელსა ესმოდინ სიტყუანი საღმრთონი, ცრემლოოდის და უკუეთუ შეეჴშიროს სმენასა მას, გინა დღეს, გინა ხვალე, მოსლვად არს საქმედცა.

ხოლო რომელი ყოვლადვე არა ისმენდეს, ვინაჲ ცნას თითოეულისა ცოდვისა ბრალი, ვითარ აბრალოს თავსა თჳსსა, ოდეს მოიწყჳდოს ცოდვაჲ, ოდეს იწყოს სინანულად? ამისთჳს გევედრები, ნუ გარეწარად გაქუს სმენაჲ და წურთაჲ წერილთა მათ საღმრთოთაჲ, რამეთუ ეშმაკსა მძიმედ უჩნს ესე და არა ჰნებავს. ამისთჳს იგი გუაყენებს, რაჲთამცა არა ვიხილეთ სიმდიდრე იგი სულიერი, არცამცა მოვიგეთ იგი; ამისთჳს გუეტყჳს არა სმენად, რაჲთა არა საქმესაცა კეთილსა ჴელვყოთ.

ხოლო ჩუენ გულისჴმავყოთ ბოროტი იგი ღონე მისი და ყოვლით კერძო შევიზღუდნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა ჩუენცა მოუწყლველ ვიყვნეთ და მისი იგი ბოროტი თავი შევმუსროთ და ესრეთ ბრწყინვალე იგი ძლევისა გჳრგჳნი მოვიღოთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამენ.
წმ.იოანე ოქროპირი

მეუფე ანდრია არის ღირსეული, სიმდაბლით და მადლით შემკობილი კაცი და ღირსეული მღვდელმთავარი, თავგანწირული ღვთისა და მოყვასი...
30/04/2026

მეუფე ანდრია არის ღირსეული, სიმდაბლით და მადლით შემკობილი კაცი და ღირსეული მღვდელმთავარი, თავგანწირული ღვთისა და მოყვასისთვის და სამშობლოსათვის; რისი მომსწრე და მოწმეც თავადაც და მრავალნი ვართ და მადლობა უფალს მისთვის და მასთან ერთად გატარებული ყოველი ჟამისათვის!

ისწავე თუ ვითარ უფალი ლოცვად გუაწუევს, რაჲთა არა შევიდეთ განსაცდელსა, ხოლო ძმაჲ უფლისაჲ ყოვლისავე განსაცდელისა შემთხუევა...
24/04/2026

ისწავე თუ ვითარ უფალი ლოცვად გუაწუევს, რაჲთა არა შევიდეთ განსაცდელსა, ხოლო ძმაჲ უფლისაჲ ყოვლისავე განსაცდელისა შემთხუევასა შინა მხიარულებად გუეტყჳს;

ცხად არს, ვითარმედ -- განსაცდელთა ნებსითთა, რომელ არიან სულიერნი ვნებანი, რომელთა შინა შთავრდომისა მიზეზ არს შინა-განცემაჲ გულის-სიტყუათა ჩუენთა გემოვნებისაჲ, ესევითართა მათგან ლტოლვაჲ გჳღირს, საქმით განყენებითა მოქმედებათა მათთაგან და სიტყჳთ შევრდომითა უფლისაჲთა ლოცვათა მიერ, ვითარ-იგი გუამცნებს მაცხოვარი ჩუენი.

ხოლო გარეთ ჩუენ ზედა მომავალთა ჭირთა და განსაცდელთა, არა მავნებელთა, არამედ უფროჲსღა გამომაჴურვებელთა და განმწმედელთა სულისა ნაბრძჳლთასა, ფრიადითა სიხარულითა გჳღირს თავს-დებაჲ, და ესრეთ მორჩილებაჲ სიტყუათა არა ხოლო უფლისათა, არამედ ძმად მისსა წოდებულისაცა იაკობ მართლისათა, რომელი ესევითართა განსაცდელთა შემთხუევისა თავს-მდებელთა არღარა შვილად, არცა მოწაფედ, არამედ უზეშთაეს ამათსა ძმად უწოდს, ვითარცა სრულ ქმნილთა საზომითა.

სარწმუნოებით მოლოდებაჲ მერმეთა მათ სასყიდლის კუალად-გებათაჲ იქმნის მიზეზ ყოველთავე ჭირთა და შრომათა თავს-დებისა.

ხოლო თავს-დებაჲ იგი და მოთმინებაჲ ჭირთაჲ ამას ეძიებს საქმედ სისრულისა, რაჲთა არა ჟამ ერთ ხოლო, არამედ ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა ჩუენისა ჟამთა დავითმინნეთ ჭირნი და ღუაწლნი, ვიდრემდის ვიქმნნეთ სრულ მოთმინებასა შინა და ყოვლად ცოცხალ, რაჲთა არღარაჲ წარვიტანოთ ჩუენ თანა მერმესა მას უსრული და ნაკლულევანი განწმედისაგან, რამეთუ, რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდესო და სოფელსა ამას ჭირი გაქუნდეს, რამეთუ მერმეღა-იგი არს ჟამი მორწმუნეთა განსუენებისაჲ.

რაოდენი სარწმუნოებაჲ უჴმს ქრისტეანესა შეწირვასა მინა ლოცვათასა, რაჲთა შეუორგულებელ იყოს თხოვათა მოღებისათჳს.

ხოლო თხოვათა კეთილთა დასაბამი არს ღმრთივ სწავლული იგი სახარებისა მიერ,
ვითარმედ: ითხოვდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. ესე არს სათხოველი, რაჲთა მტკიცითა სარწმუნოებითა ვეძიებდეთ ცხორებასა საუკუნესა, და შეუორგულებელ ვიყვნეთ, ვითარმედ მოვიღოთ.

ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ჩუენდა ძიებაჲ ოდენ ბრძანებულ არს საუკუნოჲსა ცხორებისაჲ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა, არამედ გზაჲ, მუნ მიმყვანებელი ჩუენი, მან მხოლომან უწყის, მუნ შემყვანებელმან ჩუენმან, თუ ვითარ განაგოს -- სიმდიდრითა ანუ სიგლახაკითა, სიმრთელითა ანუ სნეულებითა;

მხოლოდ ჩუენ მტკიცედ ვდგეთ გზათა ზედა საღმრთოჲსა შჯულისათა, და დაუდგრომელობითა მათ ზედა ნუმცა გუესმის განჩინებაჲ ესე, თქუმული ურწმუნოთათჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებნ ეგევითარი, თუმცა მო-რაჲმე-იღო ღმრთისაგან.

ესე არს ამაღლებაჲ მდაბლისაჲ, რაჟამს სიგლახაკესა და უპოვარებასა შინა ჴორცთასა მდიდარ იქმნეს სულითა, ხოლო დამდაბლება მდიდრისა -- რაჟამს განიცადოს და გულისჴმაყოს ყუავილებრ დაჭნობადი იგი და მტუერებრ განქარვებადი სიმდიდრე თჳსი, და მარადის გონებითა მდაბლითა არა დასცხრებოდის წარმავალთა მიერ მოგებად წარუვალთა.

ესრეთ უკუე ორთავე ამათ შუენის საღმრთოდ სიქადული უფლისა მიერ; პირველსა მას -- ჭირთა შინა მოთმინებისათჳს, და მეორესა -- საშუებელთა მიერ არა ოდეს წარტყუენვისათჳს.

მისდა სათნოება არს უზრუნველობაჲ უპოვარებასა შინა, ხოლო ამისსა -- რაჲთა არარას წარმავალთაგანსა დაამონოს აზნაურებაჲ სულისა თჳსისაჲ.

წმ.იოანე ოქტოპირი,
თარგმანება წმ.იაკობის წერილისა.

ნათლისღებაჲ სიკუდილსა მიემსგავსების და ამასმოასწავებს, რამეთუ ვითარ იგი სიკუდილი მოაკუდინებს, ეგრეთვე ნათლისღებაჲ უქმ ჰყ...
27/02/2026

ნათლისღებაჲ სიკუდილსა მიემსგავსების და ამას
მოასწავებს, რამეთუ ვითარ იგი სიკუდილი მოაკუდინებს, ეგრეთვე ნათლისღებაჲ უქმ ჰყოფს ჴორცთა ყოვლისავე ცოდვისა მიმართ.

ჯუარ-ცუმა უკუე არს ნათლის-ღებაჲცა, რამეთუ ვითარ იგი ქრისტესა ექმნნეს ჯუარ-ცუმაჲ და დაფლვაჲ, ეგრეთვე ჩუენდა იქმნების ნათლისღებაჲ;
დაღაცათუ არა მათვე ზედა. რამეთუ იგი ჴორცითა მოკუდა და დაეფლა, ხოლო ჩუენ ცოდვათაგან მოვკუდებით და
დავეფლვით. ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: თანანერგ
ვექმნენით სიკუდილსა, არამედ მსგავსებასა ოდენ
სიკუდილისასა, რამეთუ, დაღაცათუ სიკუდილ არიან
ორნივე, არამედ არა ერთსახე, ვინაჲთგან ქრისტესი იგი ჴორცითა იყო, ხოლო ჩუენი ესე, ცოდვისაგან
მოკუდომაჲ არს.

უკუეთუ ესრეთ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, ნათლისღებითა, რაჲთა ყოვლად უქმ ვიყვნეთ
ცოდვისა მიმართ, გურწამს ვითარმედ მის თანა ვცხონდეთ დაუსრულებელსა მას შინა ცხორებასა, რამეთუ ვინაჲთგან რომელი იგი არა თანამდებ იყო სიკუდილისაჲ, ამისთჳს მოკუდა, რაჲთა აჴოცნეს ცოდვანი სოფლისანი. ამისთჳს, ვითარცა იგი ცხოველ არს უკუნისამდე,
ეგრეცა ჩუენ მის თანა ცხოველ ვიყვნეთ დაუსრულებელთა
საუკუნეთა.

ვითარცა მკუდარი მო-რაჲ-კუდეს ერთგზის, მიერითგან უქმ არს ყოვლისავე საქმისა მიმართ,
ეგრეცა მკუდარ ქმნულსა ნათლისღებისა მიერ თანააც, რაჲთა მკუდარ იყოს ცოდვისათჳს და ცხოველ ღმრთისა, უქმ ბოროტისა
და მოქმედ კეთილისა, შეწევნითა ქრისტესითა.
რამეთუ ვითარ-იგი საღმრთოდ განცხოელებაჲ,
ეგრეთვე დაუცემელად დაცვაჲ კეთილსა შინა ვერ ვინაჲთ სხჳთ მოიგებვის, თჳნიერ ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.

ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვასა იძულებით მძლავრებაჲ ჩუენი, არა თუ ჩუენ თჳთ ნებსით ვჰმორჩილობდეთ მას.
არამედ რომელიმე ჩუენი არს და რომელიმე მისი. რამეთუ აღძრვასა ჴორცთაჲ ბუნებითი არს ჩუენ შორის, ხოლო ქმნაჲ და არა ქმნაჲ ჩუენისა ნებისა და აღრჩევისა საქმე არს; გინათუ გჳნდეს, და თუ არა გუენებოს მორჩილებად ცოდვისა გულისთქუმათა შინა მისთა.

შჯული აყენებდა ოდენ ცოდვასა, არამედ ვერვე დააყენებდა, რამეთუ ვერარას შეეწეოდა მოქმედთა სათნოებისათა, თჳნიერ ძაგებისა და ქებისა საქმეთაჲსა.
ხოლო მადლი გარდასრულთაგან გჳჴსნის და მომავალთა ცოდვათაგან გუცავს, უკუეთუ ოდენ ჩუენ ნებსით არა განვაგდოთ უღელი მისი. რამეთუ ესე დაჰჴსნისცა თანანადებსა პირველთა ბრალთასა, მცველ გუექმნების
წინამდებარეთა ცოდვათაგან და შემწე - მოგებად სათნოებისა, საუკუნეთა კეთილთა მომატყუებელისა,
უკუეთუ ოდენ ჩუენ არა მოვმედგრდეთ და დავიჴსნნეთ უდებებისა მიერ.

ოდეს იგი ჰმონებდით ცოდვასა, ყოვლად არცა ერთსა რას თავს იდებდით ქმნასა სიმართლისასა, რამეთუ ესე არს თავისუფლებაჲ სიმართლისაგან
და ამას ყოველსა შინა უნაყოფოცა იყვენით, ჰჱ თუმცა ვითარ იგი კეთილისაგან ეგრეთვე ბოროტისაგან! არამედ საქადული არცა ერთი რაი გაქუნდა. ხოლო სირცხჳლითა ესოდენ აღსავსე იყვენით, რომელ არა ხოლო მაშინ, არამედ ჯერეთ აწცა გრცხუენის
მაშინდელთა საქმეთათჳს, რამეთუ ესევითარი არს
გონებაი ცოდვისაჲ, რომელ მრავალ ჟამეულსა სირცხვილსა აქა და უნანელ თუ იყოს, დაუსრულებელსაცა სირცხჳლსა დაუმკჳდრებს, აქაცა და მუნცა; და არა ხოლო სირცხჳლსა, არამედ სიკუდილსაცა სულისასა.

რამეთუ საგზალი, ესე იგი არს სასყიდელი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო სიმართლისაჲ, არღარა სასყიდელი, არამედ ნიჭი ღმრთისა მიერი, ცხორებაჲ
საუკუნოჲ, რომელი-იგი არა სასყიდლად,
არამედ ნიჭად და მადლით მიეცემის ყოველთა.

ესრეთ უკუე არარას უმეტესსა ითხოვს, უმეტესობისა წილ ნიჭთაჲსა,თჳნიერ ამას ოდენ, რაჲთა, ვითარ იგი მონებასა შინა ცოდვისასა
ყოვლად უნაწილო ვიყვენით სიმართლისაგან, ეგრეთვე აწ, მონებასა შინა სიმართლისასა, ყოვლად
უნაწილო ვიყვნეთ ცოდვისა და სიბოროტისაგან.
წმ.იოანე ოქროპირი.
“პავლენი“

Address

წეროსხევი, ატენი
Gori

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წეროს ღვთისმშობლის სკიტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category