17/03/2026
93 წელი სიცოცხლე…
49 წელი პატრიარქობა…
ეპოქა სახელად — ილია II … დასრულდა…
დაობლდა საქართველო…
დაობლდა ქართველი ერი…
დაობლდა სრულიად მართლმადიდებელი საქრისტიანო…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი,
უწმიდესი და უნეტარესი ილია II,
უფლის საუფლოშია…
მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენო ტკბილო პატრიარქო…
მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც გვასწავლე…
იმ სარწმუნოებისთვის, რომელიც გაგვიმტკიცე…
იმ ერთობისთვის, რომელიც გვაჩუქე…
ახლა კი ზეციდან დაიფარე და დალოცე შენი საქართველო…
შენი ხალხი…
და მოგვეცი ძალა, რომ თქვენი სწავლება, თქვენი დარიგებები შევასრულოთ… 🤍
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს ამ განუზომელ ტკივილს…
ეს არის დანაკარგი, რომელიც თითოეული ჩვენგანის გულს ეხება, რადგან ის იყო არა მხოლოდ პატრიარქი,
არამედ ერის მამა… მფარველი და სულიერი საყრდენი…
მისი სიტყვა იმედს გვაძლევდა…
მისი ლოცვა გვამხნევებდა…
მისი სიბრძნე გვაერთიანებდა…
დაობლდა საქართველო…
გაჩუმდა ხმა, რომელიც სიყვარულს ქადაგებდა…
დასრულდ ეპოქა, მაგრამ უსასრულოა ის სინათლე,
რომელიც მან ჩვენს გულებში დატოვა…
მშვიდად განისვენე, უწმინდესო…
ჩვენო ტკბილხმიანო…
სიყვარულის მქადაგებელო🤍