ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

  • Home
  • Georgia
  • Chumlaki
  • ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ჩუმლაყის ეკლესიები

✝️  წმინდა ნატალია   📜 მოწამეთა შენთა, უფალო ადრიანე და ნატალია ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მი...
13/09/2026

✝️ წმინდა ნატალია

📜 მოწამეთა შენთა, უფალო ადრიანე და ნატალია ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

💚🔔🙏

ანგელოზი და ოქროს ჭა„ეგვიპტურ პატერიკში“ დაცულია ასეთი ისტორია ერთ ბერზე, რომელიც უდაბნოში განმარტოებით მოღვაწეობდა. მის...
13/09/2026

ანგელოზი და ოქროს ჭა

„ეგვიპტურ პატერიკში“ დაცულია ასეთი ისტორია ერთ ბერზე, რომელიც უდაბნოში განმარტოებით მოღვაწეობდა. მის მახლობლად ცხოვრობდა მღვდელი, რომელიც ყოველ კვირას მიდიოდა ბერთან და მისთვის წმინდა ზიარებას აღასრულებდა.

ერთ დღეს ბერთან მივიდა ერთი მგზავრი და უთხრა:

— იცოდე, ეს მღვდელი, რომელიც შენთან მოდის, ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს და უღირსია.

ბერი შეშინდა და ეჭვი შეეპარა მღვდლის მიმართ. როდესაც მომდევნო კვირას მღვდელი კვლავ მივიდა მასთან წმინდა ზიარების აღსასრულებლად, ბერმა კარი აღარ გაუღო და უთხრა:

— შენ ცოდვილი ხარ და აღარ მინდა შენი ხელიდან ზიარების მიღება.

მღვდელი დამწუხრდა და წავიდა.

იმავე ღამეს ბერს ღვთისგან გამოცხადება ჰქონდა. მან იხილა ოქროს ჭა, რომელშიც უწმინდესი და ანკარა წყალი იდგა. ჭასთან იდგა ოქროსავე ჭურჭელი.

უეცრად ჭასთან მივიდა კეთროვანი, საშინელი იერის მქონე კაცი. მან ოქროს ჭურჭლით ამოიღო წყალი ჭიდან და ბერს დასალევად მიაწოდა.

ბერს შეეშინდა და ზიზღის გამო უკან დაიხია.

მაშინ ციდან ანგელოზის ხმა მოესმა:

— რატომ არ სვამ ამ წყალს? განა წყალია უწმინდური, ან ჭურჭელი — გაფუჭებული? წყაროც სუფთაა და ჭურჭელიც — ოქროსი და უბიწო. კეთროვანმა კაცმა მხოლოდ ამოიღო იგი ჭიდან.

ასევეა ღვთის მადლიც: იგი წმინდა და უცოდველია, მიუხედავად იმისა, თუ ვის ხელით გვეძლევა იგი.

ბერი მაშინვე გამოფხიზლდა და მიხვდა თავის შეცდომას. სასწრაფოდ გაემართა მღვდელთან, მუხლებში ჩაუვარდა, პატიება სთხოვა და იმ დღიდან კვლავ მშვიდობითა და რწმენით იღებდა მისგან წმინდა ზიარებას

📌 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სოფელ ჩუმლაყის წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სპირიდონის სახელობის ...
10/09/2026

📌 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სოფელ ჩუმლაყის წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სპირიდონის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა 08:00 საათზე დაიწყება.

✝️ წმიდაო იოანე ნათლისმცემელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის 🙏⛪️😇

📜 წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაი...
10/09/2026

📜 წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაი წარუვალი, და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკუდავისა ქრისტესა, მეოხ-გუეყავნ მაქებელთა შენთა, სანატრელო ✝️🕊

10 სექტემბერი ~ წმინდა მოწამე შუშანიკ დედოფალი, ხსენება. - 28 აგვისტო (10 სექტემბერი)წმინდა შუშანიკი წარმოშობით მიეკუთვნ...
10/09/2026

10 სექტემბერი ~ წმინდა მოწამე შუშანიკ დედოფალი, ხსენება.

- 28 აგვისტო (10 სექტემბერი)

წმინდა შუშანიკი წარმოშობით მიეკუთვნებოდა უძლიერეს სომხურ ფეოდალურ ოჯახს - მამიკონიანთა საგვარეულოს, რომელსაც VIII ს-ის 80-იან წლებამდე უპირველესი ადგილი ეკავა სომეხ წარჩინებულ საგვარეულოთა შორის.

შუშანიკის მამა, სომეხთა სახელგანთქმული მხედართმთავარი, ვარდან მამიკონიანი, იყო შვილიშვილი წმ. საჰაკ დიდისა და შთამომავალი არშაკიდთა საგვარეულოს მეფეებისა. ვარდან მამიკონიანი სათავეში ედგა სომხების აჯანყებას მაზდეანური სპარსეთის წინააღმდეგ და გმირულად დაეცა სპარსელებთან გამართულ ბრძოლაში 451 წელს (ე.წ. ვართანანცის ბრძოლა). ვარდანი სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი.

წმინდა შუშანიკის მეუღლე იყო ვარსქენი, ქვემო ქართლის პიტიახში (მმართველი, ერისთავი), ძე არშუშა პიტიახშისა. წმინდა შუშანიკსა და ვარსქენ პიტიახშს ჰყავდათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

წმინდა შუშანიკისა და ვარსქენ პიტიახშის ოჯახი ცხოვრობდა ქვემო ქართლის საპიტიახშოს ადმინისტრაციულ ცენტრში, დაბა ცურტავში, რომელიც მდებარეობდა დღევანდელ ბოლნისსა და რუსთავს შორის, მდინარეების - მაშავერასა და ხრამის შესართავთან.

467 წელს წმინდა შუშანიკის მეუღლე, ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, სპარსეთის მეფის, პეროზის (459-484 წწ.) სამეფო კარზე გაემართა და სრული მორჩილება გამოუცხადა მას. მეფე პეროზისათვის ერთგულების დამტკიცების მიზნით ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა და მაზდეანობა (იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა) აღიარა, რომელიც იმხანად სპარსეთში გაბატონებულ რელიგიას წარმოადგენდა. სპარსეთთან კავშირი ვარსქენ პიტიახშმა კიდევ უფრო განამტკიცა მეფის ასულზე ქორწინების პირობით და აღუთქვა პეროზს, რომ შუშანიკს - თავის “ბუნებით” მეუღლესა და შვილებსაც მიაღებინებდა მაზდეანობას.

სპარსეთიდან დაბრუნებულ ვარსქენს წმინდა შუშანიკმა მტკიცე უარი განუცხადა მაზდეანობის მიღებაზე და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ერთგული ქრისტიანული სარწმუნოებისა.

ვარსქენი არაერთხელ შეეცადა მეუღლის სულიერი სიმტკიცის გატეხას მოციქულების მიგზავნით, სიტყვიერი მუქარითა თუ სასტიკი მოპყრობით. პიტიახშმა რამდენჯერმე სცემა თავის მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სახალხოდ შეურაცხყო იგი, მაგრამ მისმა ყველა ცდამ ამაოდ ჩაიარა; ბოლოს ვარსქენმა ციხეში დაამწყვდია წმინდა შუშანიკი, სადაც მან სრული ექვსი წელი გაატარა.

ციხეში წმინდა შუშანიკი ცხოვრობდა ისე, როგორც ქრისტიანი ასკეტი - ლოცულობდა, მარხულობდა და ხორცის დათრგუნვით ზრუნავდა სულის გადარჩენაზე. შუშანიკმა ციხეშივე შეიტყო, რომ მისმა შვილებმა უღალატეს ქრისტიანულ სარწმუნოებას და მაზდეანობის მიმდევარნი გახდნენ, რამაც უდიდესი ტკივილი მოჰგვარა მას. ამის შემდეგ დედოფალს შვილების სახელის ხსენებაც კი აღარ უნდოდა. შვილებიც უფრთხოდნენ დედას - მანამდე ისინი ხშირად დადიოდნენ დედის სანახავად საპატიმროში, მაზდეანობის მიღების შემდეგ კი სირცხვილით ვეღარ ბედავდნენ დედასთან გამოჩენას.

წმინდა შუშანიკის სიმტკიცემ და ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებამ მას შორს გაუთქვა სახელი. პიტიახშის მეუღლესთან იწყეს მოსვლა მნახველებმა - დიდებულმა აზნაურებმა და უბრალო ხალხმა. აქვე გამოაჩინა წმინდა შუშანიკმა სასწაულთა აღსრულების უნარიც - იგი ლოცვით კურნავდა მასთან მისულ ავადმყოფებს.

ციხეში ცხოვრების სასტიკმა პირობებმა და ადგილობრივმა არაჯანსაღმა ჰავამ დაღი დაასვა დედოფლის ჯანმრთელობას - პატიმრობის მეშვიდე წელს წმინდა შუშანიკი მძიმედ დაავადდა. მომაკვდავ შუშანიკთან გამოსათხოვებლად მივიდნენ ერისკაცები და სამღვდელოების წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ ვარსქენის ძმა, ჯოჯიკი მთელი თავისი ოჯახობით, აფოც და იოანე ეპისკოპოსები, დედოფლის პირადი მოძღვარი იაკობ ხუცესი.

წმინდა შუშანიკი 475 წლის 17 (30) ოქტომბერს გარდაიცვალა. დედოფლის ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი უნდა დაეკრძალათ იმ ადგილზე, სადაც იგი პირველად გამოათრია მისმა მეუღლემ, ვარსქენ პიტიახშმა. გარდაცვლილი შუშანიკი დიდი პატივით მიაბარეს მიწას.

წმინდა შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ არც ვარსქენ პიტიახშს უცოცხლია დიდხანს: სომეხი ისტორიკოსის, ლაზარე ფარპელის ცნობით, 484 წელს იბერიის ქრისტიანმა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, დაატყვევა ვარსქენ პიტიახში, რომელიც მტანჯველი და სამარცხვინო სიკვდილით აღესრულა ტყვეობაში იმავე წელს.

წმინდა შუშანიკის სულიერ ღვაწლსა და მის მოწამებრივ აღსასრულზე მოგვითხრობს ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება "წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისა", რომლის ავტორია იაკობ ხუცესი (იგივე იაკობ ცურტაველი), დედოფლის პირადი მოძღვარი.

ჩვენამდე მოაღწია "შუშანიკის წამების" ორმა ქართულმა რედაქციამ. ერთი მათგანი, ე.წ. გრძელი რედაქცია, V საუკუნეშია შექმნილი; მეორე, მოკლე რედაქცია, თარგმნილია სომხურიდან და შემონახულია ერთადერთ ხელნაწერში, რომელიც X საუკუნით თარიღდება (მისი სომხური დედანი, თავის მხრივ, ქართულიდანაა ნათარგმნი). გარდა ამისა, არსებობს კიდევ გვიანდელი, ანტონ I კათალიკოსის დაწერილი მარტვილობა, რომელიც შეტანილია მის თხზულებაში "მარტირიკა" და მოკლე, ე.წ. სვინაქსარული რედაქცია, რომელიც მოღწეულია XVIII საუკუნის ხელნაწერით.

10 სექტემბერი ~ მართალი ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა, ხსენება (I) - 28 აგვისტო (10 სექტემბერი)წმინდა ანა წინასწ...
10/09/2026

10 სექტემბერი ~ მართალი ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა, ხსენება (I)

- 28 აგვისტო (10 სექტემბერი)

წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო. აი, რას წერს მასზე ლუკა მახარებელი: "იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანოელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რო-მელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში; 84 წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში" (ლკ .2,36-38). როგორც ითქვა, მოხუცი, 84 წლის ანა ღირსი შეიქნა ჩვილი იესოს ხილვისა, რომელიც იოსებმა და ქალწულმა მარიამმა ტაძრად მიიყვანეს "ჩვეულებისა მისებრ შჯულისა". სვიმეონთან ერთად მანაც შეიცნო განკაცებული მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.

წმინდაო მამაო სპირიდონ, შემეწიე, დამიფარე და დამლოცე შენი წმინდა ლოცვით 🙏❤️მომმადლე უფლის წყალობა, მშვიდობა, ჯანმრთელობა...
10/09/2026

წმინდაო მამაო სპირიდონ, შემეწიე, დამიფარე და დამლოცე შენი წმინდა ლოცვით 🙏❤️
მომმადლე უფლის წყალობა, მშვიდობა, ჯანმრთელობა და ძალა 🙏💗⛪️

06/09/2026

📌 როგორ მოვიქცეთ როცა სხვას დასცინიან 🫤

05/09/2026

🙏⛪️✝️ 5 სექტემბერს, სოფელ ჩუმლაყის წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სპირიდონის სახელობის ტაძარში, დილის 08:00 საათზე, აღევლინა საღმრთო და წმინდა ლიტურგია.
😇 მადლითა და კურთხევით აღსრულდა წირვა-ლოცვა, სადაც მრევლმა ერთობით აღავლინა ვედრება ყოვლადწმიდა სამების წინაშე.
🙏⛪️ უფალმა შეიწიროს ჩვენი ლოცვა-ვედრება, აკურთხოს და გააძლიეროს ტაძრის მრევლი, ოჯახები და სრულიად საქართველო.
⛪️😇 წმინდაო ნიკოლოზ და წმინდაო სპირიდონ, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის! 🙏🕊️✝️

05/09/2026

🙏⛪️✝️ გვსურს მამა გაბრიელის ხატის შეძენაც და ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება:
🔵 თიბისი

🟠 საქ. ბანკი

ან პირადი ნომერი:
1️⃣3️⃣0️⃣0️⃣1️⃣0️⃣4️⃣7️⃣7️⃣4️⃣6️⃣
✅️ მიმღები: #უჩაქემაშვილი

🙏 ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული შემომწირველი,
რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში 🙏⛪️✝️
ღმერთმა შეგიწიროთ თქვენი სიკეთე და გაღებული შესაწირი! 🙏

Address

ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
Chumlaki
1519

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share