20/01/2020
წმინდა მეფეს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ფსალმუნთა წერა.
⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪
ფსალმუნთა გალობით უხსოვარი დროიდან ადიდებდნენ ჭეშმარიტ უფალს. მათ ხოტბას ასხამენ ეკლესიის დიდი მნათობები - წმინდა ათანასე დიდი, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ეფრემ ასური. „არა რომელიმე ერთი სხვათა წიგნთაგანი ესრეთ ღმერთსა ადიდებს, ვითარ ფსალმუნთა წერილი“ - ბრძანებს ბასილი კესარიელი. ⛪⛪
ფსალმუნთა წიგნი ძველი წელთაღრიცხვით მე-11 საუკუნეში შეიქნმა. ეს დიდი ღვაწლი წილად ერგო დავით წინასწარმეტყველს - ისრაელის მეორე მეფეს. მრავალრიცხოვანი ოჯახის ნაბოლარა ვაჟი მამა მწყემსად დაადგინა. მწყემსობის დროს ჭაბუკი სულიწმინდის შთაგონებით საგალობლებს ქმნიდა და საკრავზე აჟღერებდა. სწორედ ამ საკრავის სახელიდან წამოდგება ფსალმუნთა სახელწოდება.⛪⛪
უფლის მადლით ცხებული დავითი ისრაელის მეფედ იქნა გამორჩეული. ის 40 წლის მანძილზე განაგებდა ქვეყანას და ისრაელის მრავალ მტერს ძლია. წმინდა მეფეს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ფსალმუნდა წერა. ქმნიდა მათ ღვთის შთაგონებით, განსაცდელის თუ შვების, დაცემისა თუ აღზევების ჟამს, დაუძლურებული და ღვთისგან შემწეობის მთხოვნელი თუ ხილულ და უხილავ მტრებზე ღვთის მადლით გამარჯვებული.⛪⛪
⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪
მოწამისა იულიანასი
კონდაკი: ქალწულებისა სიკეთითა ყოვლადგანწმედილო ქალწულო და წამებისა გვირგვინითა გვირგვინოსანო იულიანა, რომელი მოსცემ ჭირთა შინა და სენთან მყოფთა კურნებასა და ცხორებასა, რომელნი უკუე მოუხდებიან ლარნაკსა შენსა, რამეთუ მისგან საღმრთონი იგი მადლნი ქრისტესნი აღმოეცენებიან და ცხორებანი საუკუნენი
⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪⛪