ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი

ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი ბათუმის ახალი მეჩეთი

24/07/2026
17/07/2026

დღეს, 17.07.2026, პარასკევს, ბათუმის ახალ მეჩეთში ჯუმის ნამაზი შევასრულეთ.

ვიდეოში ისმის ეზანი — ეს არ არის ლოცვა. ეზანი არის ლოცვაზე მოხმობა, რომლითაც მუსლიმებს ეცნობებათ, რომ ლოცვის დრო დადგა. მისი დანიშნულებაა, ქუჩაში, სამუშაოზე თუ სხვა ადგილას მყოფ მუსლიმებს შეახსენოს ლოცვის დრო და მეჩეთისკენ მოუწოდოს.

სამწუხაროდ, ზოგჯერ გამოითქმის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ეზანის ხმა გარეთაც ისმის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთს შეცდომით ჰგონია, თითქოს ეს თავად ლოცვა იყოს. სინამდვილეში, ეს შეხედულება არასწორია. ეზანი ლოცვა არ არის — იგი მხოლოდ ლოცვაზე მოწოდებაა, ისევე როგორც ეკლესიის ზარი ქრისტიანებს ღვთისმსახურების დაწყებას აუწყებს და ტაძრისკენ მოუწოდებს.

ამიტომ, როდესაც მეჩეთიდან ეზანის ხმა ისმის, ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში ლოცვა მიმდინარეობს. ეს არის საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული რელიგიური ტრადიცია, რომლის მიზანიც მორწმუნეთათვის ლოცვის დროის შეტყობინებაა.

ალლაჰმა მიიღოს ჩვენი თაყვანისცემა, გვაპატიოს ცოდვები და მოგვმადლოს მშვიდობა, სიკეთე და ერთობა.

ჯუმა მშვიდობისა! 🤲

„ყოველი სული იგემებს სიკვდილს…“ (ყურანი 3:185)დღეს ბათუმის ახალ მეჩეთში ჩვენი ძმის, ხალიდ იაკობაძის ჯანაზა ნამაზი შევასრ...
11/07/2026

„ყოველი სული იგემებს სიკვდილს…“ (ყურანი 3:185)

დღეს ბათუმის ახალ მეჩეთში ჩვენი ძმის, ხალიდ იაკობაძის ჯანაზა ნამაზი შევასრულეთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ.

ეს წუთისოფელი წარმავალია, სიცოცხლე კი – ხანმოკლე. ყოველი ჩვენგანი იმავე გზის მგზავრია. დღეს ვაცილებთ სხვას, ხვალ კი, შესაძლოა, ჩვენ გაგვაცილონ. მიმავალი მიდის, დამრჩენი კი ცრემლიანი გულით რჩება.

ამ ქვეყნიდან ვერავინ წაიღებს სიმდიდრეს, დიდებასა თუ ძალაუფლებას. ერთადერთი საგზალი, რომელიც ადამიანს იმქვეყნად გამოადგება, არის რწმენა, კეთილი საქმეები, გულწრფელი მონანიება და ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად განვლილი ცხოვრება.

ვემუდარებით უზენაეს ალლაჰს, შეიწყალოს ჩვენი ძმა ხალიდ იაკობაძე, შეუნდოს მისი ცოდვები, გაუნათოს საფლავი, გააფართოოს მისი სამყოფელი და დაამკვიდროს იგი ფირდაუსის ბაღებში.

ალლაჰმა მოთმინება და სიმტკიცე მიანიჭოს მის ოჯახსა და ახლობლებს.

ინნა ლილლაჰი ვა ინნა ილაიჰი რაჯიუნ
„ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთანვე დავბრუნდებით.“ 🤲

10/07/2026

ალჰამდულილაჰ! 🤲

დღესაც ბათუმის ახალ მეჩეთში ერთად შევასრულეთ ჯუმის ლოცვა.

ალლაჰმა მიიღოს ჩვენი თაყვანისცემა, გვაპატიოს ცოდვები და მოგვმადლოს მშვიდობა, ერთობა და ბარაქა.

ჯუმა მშვიდობისა!

ალჰამდულილაჰ! 🤲დღესაც ბათუმის ახალ მეჩეთში ერთად შევასრულეთ ჯუმის ლოცვა.ალლაჰმა მიიღოს ჩვენი თაყვანისცემა, გვაპატიოს ცოდ...
10/07/2026

ალჰამდულილაჰ! 🤲

დღესაც ბათუმის ახალ მეჩეთში ერთად შევასრულეთ ჯუმის ლოცვა.

ალლაჰმა მიიღოს ჩვენი თაყვანისცემა, გვაპატიოს ცოდვები და მოგვმადლოს მშვიდობა, ერთობა და ბარაქა.

ჯუმა მშვიდობისა!

10/07/2026

📢 ჯ ა ნ ა ზ ა

ხვალ, (11.07.2026) ბათუმის ახალი მეჩეთში, შუადღის ლოცვის დასრულების შემდეგ, შესრულდება ჩვენი სულიერი ძმის, ხალიდ იაკობაძის ჯანაზა ნამაზი.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი გარდაცვალება დაამწუხრებს.

ვემუდარებით უზენაეს ალლაჰს, შეუნდოს მისი ცოდვები, შეიწყალოს იგი თავისი უსაზღვრო წყალობით, გაუნათოს საფლავი და დაამკვიდროს ფირდაუსის ბაღებში. 🤲

„ინნა ლილლაჰი ვა ინნა ილაიჰი რაჯიუნ“
(„ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთანვე დავბრუნდებით.“)

ბათუმის ახალი მეჩეთი 🕌

04/07/2026

📢 ჯ ა ნ ა ზ ა !

დღეს 4 ივლისს, ბათუმის ახალ მეჩეთში, შუადღის ლოცვის დასრულების შემდეგ, შესრულდება აიშე ბოლქვაძის (ხემშიაშვილი) ჯანაზა ნამაზი.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი გარდაცვალება დაამწუხრებს.

შევთხოვ დიად ღმერთს, აპატიოს ცოდვები, შეიწყალოს იგი თავისი უსაზღვრო წყალობით, გაუნათოს საფლავი და დაამკვიდროს ფირდაუსის ბაღებში. 🤲

„ინნა ლილლაჰი ვე ინნა ილეჰი რაჯიღუუნ“

(„ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთანვე დავბრუნდებით.“)

ბათუმის ახალი მეჩეთი 🕌

27/06/2026

"ყოველი სული სიკვდილს იგემებს,
მერე კი ჩვენთან იქნებით მობრუნებულნი!"
( სურა ანქებუთი, 29/57 )

დღეს ბათუმის ახალ მეჩეთში ორი ჯანაზის ლოცვა აღესრულა. ვლოცულობთ, რომ ალლაჰმა შეიწყალოს გარდაცვლილები, მიიღოს მათი კეთილი საქმეები, აპატიოს შეცდომები და სამუდამო სამყოფლად ჯენნეთი უბოძოს.
ალლაჰმა მათ ახლობლებს საბრი (მოთმინება) და ძალა მისცეს. აამიინ. 🤲

26/06/2026

📢 ჯ ა ნ ა ზ ა !

ხვალ 27 ივნისს, ბათუმის ახალ მეჩეთში, შუადღის ლოცვის დასრულების შემდეგ, შესრულდება ჯანაზა ნამაზი.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი გარდაცვალება დაამწუხრებს.

შევთხოვ დიად ღმერთს, აპატიოს ცოდვები, შეიწყალოს იგი თავისი უსაზღვრო წყალობით, გაუნათოს საფლავი და დაამკვიდროს ფირდაუსის ბაღებში. 🤲

„ინნა ლილლაჰი ვე ინნა ილეჰი რაჯიღუუნ“
(„ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთანვე დავბრუნდებით.“)

ბათუმის ახალი მეჩეთი 🕌

Address

General Aslan Abashidze Street 49
Batumi
6000

Telephone

577476507

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი:

Shortcuts

Share

Category