ბათუმის და ლაზეთის ეპარქია გონიოს წმ.პეტრე და პავლეს სახ.ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის და ლაზეთის ეპარქია გონიოს წმ.პეტრე და პავლეს სახ.ტაძარი

ბათუმის და ლაზეთის ეპარქია გონიოს წმ.პეტრე და პავლეს სახ.ტაძარი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბათუმის და ლაზეთის ეპარქია გონიოს წმ.პეტრე და პავლეს სახ.ტაძარი, Church, გონიო, Batumi.

Სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ 13 ივლისს 10:00საათზე გონიოს ციხეში წმ. Მატათა მოციქულის ეკვდერთან აღევლი...
12/07/2026

Სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ 13 ივლისს 10:00საათზე გონიოს ციხეში წმ. Მატათა მოციქულის ეკვდერთან აღევლინება საღმრთო ლიტურგია

გილოცავთ პეტრეპავლობას. გონიო აფსაროსიდან.
12/07/2026

გილოცავთ პეტრეპავლობას. გონიო აფსაროსიდან.

10/07/2026

წმ. მოცქიულთა თავნი პეტრე და პავლე
ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან - წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს... პეტრე - დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა... პავლე - ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.
წმ. მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. „შენ ხარ სვიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“ ასე უთხრა მას იესო ქრისტემ (იოანე 1.42), როდესაც მიჰხედა. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ვლიდა რა ქრისტე გალილეის ტბის ნაპირთან, კვლავ იხილა პეტრე და ანდრია, რომელნიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. „მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“ (მათე 4.19) (კონდაკი 2) - ამ სიტყვებმა, რომლებიც უბრალო მეთევზეებისადმი იყვნენ მიმართულნი, გადაწყვიტეს მათი ბედი. მგზნებარე პეტრე, მხურვალედ მოყვარული უფლისა იესოსი, მაშინვე შეუდგა მას. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და მხურვალებისაგან განკურნა მისი სიდედრი (მარკოზი 1.29-31).
ჰქონდა რა უდიდესი რწმენა და ერთგულება, პეტრე, - ერთი მხოლოდ ქრისტეს მოწაფეთაგან - გაკადნიერდება სთხოვოს უფალს: „უფალო... მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. უფლის სიტყვისაებრ იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ შეეჭვდა რა ღვთიურ შეწევნაში, დანთქმა იწყო. „უფალო, მიხსენ მე!“ შესძახა პეტრემ. და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, მეყვსეულად განართხო ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა (მათე 14.28-32) (იკოსი 3). მაგრამ არა მარტო ქარბორბალასა და ქარისაგან იხსნა უფალმა, არამედ მცირედმორწმუნეობისგანაც, ეტყოდა რა „მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“ (ლუკა 22, 32) (კონდაკი 4).
თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა რა უფალი იესო ქრისტე ფერიცვალებით და ესმა ხმა მამაღმერთისა „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“, პეტრემ განიხარა და წამოიძახა „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ (მარკოზი 9.2-7) (იკოსი 5). ამაზე მოგონება მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია შემორჩენილი (2 პეტრე 1.17-19).
მოახლოვდა რა ჟამი მაცხოვრის მხსნელი ვნებებისა, იერუსალიმისაკენ მიმავალი დაეკითხა იგი თავის მოწაფეებს „თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, სთქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“, რისთვისაც უფლისაგან უდიდესი შექება დაიმსახურა: „ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა“ („იონა“ ქართულად მტრედს ნიშნავს, „ბარ“ კი „ძე“-ს, ხოლო მტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)... „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16.15-18) (იკოსი 1.7). პეტრესეულმა აღმსარებლობამ თავისი გამოძახილი ჰპოვა მოციქულთა სადღესასწაულო საკითხავებში „ქრისტემან შენ პირველი გამოგაჩინა, პეტრე, და საფუძველად სარწმუნოებასა გვირგვინოსან-გყო შენ“. საიდუმლო სერობის უწინარეს სიონის ქორედზე მაცხოვარმა „...მოიღო არდაგი და მოირტყა იგი... და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“. „უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა?“ შეეწინააღმდეგა პეტრე. „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა“ - განუმარტა მას უფალმა. და მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, შეჰღაღადა: „უფალო ნუ ხოლო ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი“ (იოანე 13.3-9) (იკოსი 9).
მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. აღმოიხადა მახვილი და ერთ იქ მოსულთაგანს მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა თვით თავისი სიკვდილის წინაც კი იზრუნა და განკურნა ყურმოჭრილი. პეტრე გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდის, მასთან ერთად შევიდა ეზოში და იდგა იქ ცეცხლთან და თბებოდა. მაგრამ სამგზის უარჰყო თავისი ღვთიური მოძღვარი, როცა მასაც ხელს ადებდნენ, როგორც ქრისტეს მოწაფეს: „არა ვიცი კაცი ესე“ (მარკოზი 14.71) და როდესაც მესამედ უარჰყოფდა დაინახა რომ უფალი უმზერდა მას და „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“ (ლუკა 22.62) (კონდაკი 10). ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი პეტრე თურმე მწარედ ატირდებოდა ხოლმე, მომგონებელი თავისი ამ შეცოდებისა, ისე რომ ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა.
მაგრამ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც გულმოწყალე უფალი არ ჰპატიებდეს. პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი პირველს, მოწაფეთა შორის, პეტრეს ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა პეტრეს: გიყუარ მეა? და სამგზის მიიღო პასუხად: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ (იოანე 21.15-16). იესო ქრისტემ აღადგინა იგი მოციქულის ღირსებაში, ანდო მას დასამწყსველად თავისი სიტყვიერნი ცხოვარნი (იკოსი 11).
უფლის ამაღლების შემდგომ პეტრეს რჩევისაებრ ათორმეტ მოციქულთა შორის შეირაცხა მატათა (საქმე 1.15-26). ამას შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი შეიქმნა. მკვდრეთით აღმდგარი უფლის მგზნებარე სიყვარულით შთაგონებული მისი ქადაგება იმდენად ცხოველსმყოფელი ზემოქმედების იყო, რომ ათასობით ადამიანს მოაქცევდა ქრისტეს სარწმუნ

10/07/2026

Წმ. დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა Მოციქულთა პეტრესი და პავლესი (პეტრეპავლობა) დღესასწაულთან დაკავშირებით. გონიოში ციხის წინ ამავე სახელწოდების მშენებარე ტაძარში კვირას 12 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება სადღესასწაულო ლიტურგია.

დღევანდელი წირვის მადლი შეგეწიოთ
20/06/2026

დღევანდელი წირვის მადლი შეგეწიოთ

14/06/2026
Ხვალ საქ მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე, კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს10 (23) მაი...
22/05/2026

Ხვალ საქ მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია
წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე, კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს

10 (23) მაისი

წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე, კანანელი (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზედ გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში.

წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად.

წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

14/05/2026

იტალია, ქ. Რომი. წმ. Პეტრე მოციქულის საფლავი

12/05/2026

გონიოს ციხე წმ. Მატათა მოციქულის ეკვდერი

Address

გონიო
Batumi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის და ლაზეთის ეპარქია გონიოს წმ.პეტრე და პავლეს სახ.ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category