ქ.ბათუმის წმ.სამების ეკლესია

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ქ.ბათუმის წმ.სამების ეკლესია

ქ.ბათუმის წმ.სამების ეკლესია "დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი"

ქ. ბათუმში (სოფელ ფერიაში) , სასაფლაოთა შორის შემაღლებულ მთიან ადგილას, დგას ყოვლადწმიდა სამების სახელობის დიდებული ტაძარი. იგი თავის ისტორიას XIX საუკუნის II ნახევრიდან მოითვლის. თავდაპირველად აგებული იყო ხის პატარა ტაძარი „ სოუქსოს სასაფლაოს ეკლესია“, როგორც მას ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებდა, მეორე მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი იყო ქ.ბათუმში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან ერთად. XX

საუკუნის 30_იან წლებში ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე გასახლებული იქნა საქართველოდან, რასაც თან მოჰყვა ტაძრის დახურვა. შეწყდა წირვა-ლოცვა, წლების განმავლობაში ტაძარი საწყობად გამოიყენებოდა, მასში ინახებოდა სამეურნეო ინვენტარი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მრავალენოვანი მრევლის წარმომადგენლებმა, გრიგოლ პუხნოსა და ლუკა შევჩუკის ხელმძღვანელობით, შეაგროვეს ხელმოწერები და თხოვნით მიმართეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატე (ცინცაძეს) ნებართვისათვის - ეკლესიის კვლავ ამოქმედების შესახებ. 1947 წელს ტაძარი გაიხსნა. წინამძღვრად დადგენილ იქნა დეკანოზი ლუკა შევჩუკი (დაკრძალულია ეკლესიის გვერდით). 1947-50 წლებში ტაძარში მსახურობდა იღუმენი ზინობი მაჟუგა (შემდგომში სქემიტროპოლიტი სერაფიმე 1957 წლის 16 აპრილს მან შეასრულა სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტის, შემდგომში საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის, ილია II_ს , ბერად აღკვეცის საიდუმლო). 1976 წლის ზაფხულში ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. ბათუმ-შემოქმედის იმჟამინდელ ეპისკოპოსს დავითს (ჭკადუა) წმიდა სინოდმა დაავალა ახალი ტაძრის აგება ძველის ფუძეზე. საყურადღებოა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ახალი ტაძრის მშენებლობისა, რომლის განხორციელებას ვერავინ შეუშალა ხელი. დიდება უფალს!

1979 წელს ახალაშენებულმა ტაძარმა კვლავ განაახლა ღვთის მსახურება. ამ პერიოდიდან ტაძარში მოღვაწეობდნენ: დეკანოზი დავით შიოლაშვილი (ამჟამინდელი ბათუმისა და ლაზეთის ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი), დეკანოზები, ნიკოლოზ გიგატაძე, გიორგი ძნელაძე, ტარიელ ჟღენტი, პეტრე ყრუაშვილი, ამირან ამირანაშვილი, პავლე ჯანგავაძე და სხვანი. ტაძარში ექვს ათეულზე მეტს ხანს მედავითნეობდა მარია(მაშა) ტრიფონოვა ( გარდაიცვალა 2010 წელს. დაკრძალულია ტაძრის გვერდით).

„ჩვენი ტაძრის მარგალიტები" ❤️რომელთა თბილი და ტკბილი ხმა მრავალი წელია ატკბობს ჩვენი ტაძრის თაღებქვეშ მყოფ მრევლს. ❤️მარ...
22/05/2026

„ჩვენი ტაძრის მარგალიტები" ❤️
რომელთა თბილი და ტკბილი ხმა მრავალი წელია ატკბობს ჩვენი ტაძრის თაღებქვეშ მყოფ მრევლს. ❤️
მარცხნიდან; 1 მარინე პატარაია,
2 რუსუდან შავიშვილი, 3 თამარ მამალაძე,
4 (აწგანსვენებული მაშა-მარია)
5 ლალი ხალვაში, 6 ლიანა მამულაძე.

🎉🎊ტაძრის წინამძღვარი და მრევლი დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ჩვენი ტაძრის   მედავითნეს ქ-ნ ლალის ხალვაში   ვულოცავთ ი...
22/05/2026

🎉🎊ტაძრის წინამძღვარი და მრევლი დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ჩვენი ტაძრის მედავითნეს ქ-ნ ლალის ხალვაში ვულოცავთ იუბილეს და შევთხოვთ მრავალმოწყალე უფალს, მიანიჭოს ძალის სიმრთელე და წელთა სიმრავლე! ❤️❤️❤️❤️

მფარველი წმინდანის - წმ. შიო მღვიმელის ხსენებას ვულოცავთ სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს...
22/05/2026

მფარველი წმინდანის - წმ. შიო მღვიმელის ხსენებას ვულოცავთ სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს შიო მესამეს!

ამაღლების მსახურება❤️
21/05/2026

ამაღლების მსახურება❤️

ვიწყებთ ჩვენი ტაძრის საარქივო ფოტომასალის ახალ რუბრიკას ❤️
20/05/2026

ვიწყებთ ჩვენი ტაძრის საარქივო ფოტომასალის ახალ რუბრიკას ❤️

18/05/2026
გილოცავთ, ოჯახის სიწმინდის დღეს❤️მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმი...
17/05/2026

გილოცავთ, ოჯახის სიწმინდის დღეს❤️

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ.❤️❤️❤️

ჩვენი ტკბილი პატრიარქი❤️
16/05/2026

ჩვენი ტკბილი პატრიარქი❤️

1.5K likes, 115 comments. "ჩვენო პატრიარქო–chveno patriarqo"

16/05/2026

შაბათი, 16 მაისი,
წირვა დაიწყება
23:30 სთ.

❤️❤️
15/05/2026

❤️❤️

Address

Sergi Meskhi Str 73
Batumi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00
Sunday 09:00 - 17:00

Telephone

+995593307108

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქ.ბათუმის წმ.სამების ეკლესია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share