19/04/2026
კვირაცხოვლობის ქადაგება
🟡მთელმა ბრწყინვალე შვიდეულმა გაიარა. მთელი კვირის განმავლობაში იგალობებოდა სააღდგომო საგალობელი და სულთმოფენობამდე ყველა ქრისტიანი ერთმანეთს ესალმება „ქრისტე აღდგა-თი“.
🟡ლოცვასაც ქრისტე აღდგათი ვიწყებთ, რადგან „მეუფეო ზეცათაო“ სულთმოფენობიდან იწყება, ამიტომ ყველა მსახურებაც „ქრისტე აღდგა“-თი იწყება.
🟡კვირაცხოვლობას მეორენაირად თომას კვირასაც უწოდებენ. დღეს წავიკითხეთ სახარება, სადაც მკვდრეთით აღდგენილი მაცხოვარი მივა თავის მოციქულებთან და ახარებს ამ დღესასწაულს. ერთ-ერთი მოციქული, თომა, რომელსაც ეძახდნენ მარჩვიბს, „ტყუპისცალს“ რადგან იგი საოცრად ჰგავდა მაცხოვარს, იმ დროს არ იყო მოციქულებთან ერთად.
🟡იგი იმდენად შეწუხებული და შეძრწუნებული იყო მაცხოვრის მიერ გოლგოთას გავლით, რომ როდესაც მოციქულებმა ახარეს მაცხოვრის ნახვა, ამბობს რომ სანამ არ შევეხები მას და ხელს არ ჩავყოფ მის სამსჭვალავში, მანამდე ვერ ვირწმუნებო.
🟡დაინახა თუ არა თომამ უფალი, მას აღარ დაჭირვებია ხელით შეხება, არა მარტო სჯერა მას მკვდრეთით აღდგომა, არამედ ის ხაზს უსვამს იესო ქრისტეს ღვთაებრიობასაც და ამბობს „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.
🟡უფალი ამბობს “შენ იხილე და გწამს, ნეტარ არიან ისინი, რომელთაც არ უხილავენ და ისე ირწმუნებენ.“
🟡ჩვენი რწმენაც არის უხილავის რწმუნება, უხილავის დაჯერება და რწმენა იმისა, რომ ნამდვილად აღდგა უფალი , ნამდვილად გაეკრა ჯვარს ჩვენი ცოდვებისათვის და გაგვიხსნა სასუფეველი ცათა, აღდგა მკვდრეთით , რითაც მოკლა სიკვდილი და აღმოიყვანა მკვდართა სულები ჯოჯოხეთიდან და გაგვიხსნა ყველას გზა სასუფევლისაკენ.
🟡მადლობა უფალს ყველაფრისათვის...
დეკანოზი სერგი რუხაძე