06/09/2026
კარგად დაემთხვა დღევანდელი კვირა დღე, ძმები კარბელაშვილების ხსენებასა და კვირა დღის საკითხავს.
ნათესაობა, ის, რომ ჩვენი წინაპრები ასეთი მადლმოსილნი იყვნენ, თავისთავად არაფერს ნიშნავს. სახელი, გვარი თუ სხვა გარეგანი მოცემულობა არ გვხდის მათ მეგობრებად. ნათესაობას განსაზღვრავს მხოლოდ შინაარსი და ცხოვრების წესი. ჩვენ ყველას ერთი და იგივე სისხლი გვიჩქეფს, არ არსებობს განსხვავებული ფერის სისხლი. ჩვენი ღირსება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესითა
და შინაარსით განისაზღვრება: ჩვენი შეგნება და შეხედულებები ქმნის ჩვენს ნამდვილ სახეს, მეტი არაფერი. ამენ.
მღვდელი გრიგოლ ჭეჟია