Georgian Orthodox Church

Georgian Orthodox Church Georgian Orthodox Church in Canada

05/28/2025

გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! 🙏🕊❤️
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

ქრისტე აღსდგა! – ჭეშმარიტად აღსდგა!✝️ Χριστός Ανέστη! – Ἀληθῶς Ἀνέστη!✨ Hristos a înviat! – Adevărat a înviat!🕊️ Христос...
04/20/2025

ქრისტე აღსდგა! – ჭეშმარიტად აღსდგა!
✝️ Χριστός Ανέστη! – Ἀληθῶς Ἀνέστη!
✨ Hristos a înviat! – Adevărat a înviat!
🕊️ Христос васкрсе! – Ваистину васкрсе!
🌅 Христос воскрес! – Воистину воскрес!
🌄 Христос воскрес! – Воістину воскрес!
🔥 Христос възкръсна! – Наистина възкръсна!
🌙 المسيح قام! – حقًا قام!
✡️ המשיח קם! – אכן קם!
🌍 Christ is Risen! – Indeed He is Risen!
⚜️ Le Christ est ressuscité ! – En vérité, il est ressuscité !
🌼 Cristo è risorto! – È veramente risorto!
🌺 ¡Cristo ha resucitado! – ¡En verdad ha resucitado!
🌟 Cristo ressuscitou! – Em verdade ressuscitou!
🕯️ Christus ist auferstanden! – Er ist wahrhaftig auferstanden!
📜 Christus resurrexit! – Vere resurrexit!
🌸 Chrystus zmartwychwstał! – Prawdziwie zmartwychwstał!
🌄 Krishti u ngjall! – Vërtet u ngjall!
☀️ Mesih dirildi! – Gerçekten dirildi!
🌷 Krisztus feltámadt! – Valóban feltámadt!
⛪ Kristus vstal z mrtvých! – Opravdu vstal!
🕊️ Kristus vstal z mŕtvych! – Skutočne vstal!
🌈 Christus is opgestaan! – Hij is waarlijk opgestaan!
🌞 Kristus är uppstånden! – Ja, han är sannerligen uppstånden!
❄️ Kristus on noussut kuolleista! – Totisesti noussut!
⛰️ Kristus er oppstanden! – Han er sannelig oppstanden!
🗻 キリストは復活した!– 本当に復活した!
🏯 基督复活了!– 祂确实复活了!
🌸 그리스도께서 살아나셨습니다! – 참으로 살아나셨습니다!
🏛️ Քրիստոս հարյավ ի մեռելոց! – Օրհնյալ է հարությունը Քրիստոսի!

წმინდა თეოდორე ტირონის ხსენება!დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა გ...
03/02/2025

წმინდა თეოდორე ტირონის ხსენება!

დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.

წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმერთების დედის“ - სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.

ამასოფლის მოყვარეთაგან განწირულ მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: „გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისმიცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრ სამოსელში გამოწყობილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები გააღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.

წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დაბრძანებული.

წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.

ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

https://iveron.ca/tsminda-teodore-tironi/?amp=1

#ივერიისღვთისმშობელი

01 მარტი ან დიდმარხვის პირველი შაბათი. დიდმოწამე თეოდორე ტირონი Iveron Icon Georgian Orthodox Church -

დიდი მარხვის პირველი შვიდეული და წმ. ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი
03/01/2025

დიდი მარხვის პირველი შვიდეული და წმ. ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი

Iveron Icon Georgian Orthodox Church დიდი მარხვის პირველი შვიდეული

გილოცავთ ნათლისღება-განცხადებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო,...
01/18/2025

გილოცავთ ნათლისღება-განცხადებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

https://iveron.ca/natlisgeba/?amp=1

#ივერიისღვთისმშობელი

გილოცავთ ნათლისღება-განცხადებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო,...
01/18/2025

გილოცავთ ნათლისღება-განცხადებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

https://iveron.ca/natlisgeba/?amp=1

#ივერიისღვთისმშობელი

19 იანვარი ნათლისღება-განცხადება უფლისა ღმრთისა და მოცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!   ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნ...

01/07/2025

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

The Venerable Life of Saint Spyridon of Tremithus.Memory 25th of December.At the First Council you appeared as a champio...
12/26/2024

The Venerable Life of Saint Spyridon of Tremithus.
Memory 25th of December.

At the First Council you appeared as a champion of Truth and a Wonderworker, O our God-bearing Father Spyridon. / For you spoke to one dead in her grave, and transformed a serpent into gold; / while chanting your holy prayers / you had Angels serving with you, most holy one. / Glory to Him Who glorified you. / Glory to Him Who crowned you. / Glory to Him Who, through you, grants healing to all.

https://georgianchurch.ca/spyridon-trimythous/


#ივერიისღვთისმშობელი

Saint Spyridon of Tremithus was born towards the end of the third century on the island of Cyprus, a land blessed by the Lord. He was a humble shepherd, tending to his flock with diligence and devotion, while also being a faithful husband and father. The saint's life was marked by his unwavering com...

გილოცავთ ხსენებას ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა!
12/24/2024

გილოცავთ ხსენებას ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა!

ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქ.....

12/19/2024
გილოცავთ ხსენებასა დიდმოწამე ეკატერინესი!განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ეკატერინეს მათი ანგელოზის დღეს! ❤❤❤❤❤❤❤❤❤ტარიგი შენ...
12/07/2024

გილოცავთ ხსენებასა დიდმოწამე ეკატერინესი!
განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ეკატერინეს მათი ანგელოზის დღეს! ❤❤❤❤❤❤❤❤❤

ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი , და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

https://iveron.ca/didmotsame-ekaterine/


#ივერიისღვთისმშობელი

7 დეკემბერი. წმინდა დიდმოწამე ეკატერინე (305-313) Iveron Icon Georgian Orthodox Church - წმინდანთა ცხოვრება

Address

10 Howarth Avenue
Toronto, ON
M1R1H4

Opening Hours

Wednesday 8pm - 10pm
Saturday 7pm - 10pm
Sunday 9:30am - 1pm

Telephone

+16478680089

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Orthodox Church posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share