მამა თომა Mamao Thoma

მამა თომა Mamao Thoma Georgian Orthodox Church in Canada

ღირსი მართა და მარიამი, ლაზარეს დანი (I)ღირსი დები მართა და მარიამი ჯერ კიდევ მანამ შეუდგნენ ქრისტეს, სანამ იგი მკვდრეთი...
06/17/2026

ღირსი მართა და მარიამი, ლაზარეს დანი (I)

ღირსი დები მართა და მარიამი ჯერ კიდევ მანამ შეუდგნენ ქრისტეს, სანამ იგი მკვდრეთით აღადგენდა მათ ძმას - ლაზარეს. მთავარდიაკონ სტეფანეს მკვლელობის, იერუსალიმის ეკლესიებზე დევნისა და წმიდა ქალაქიდან ლაზარეს განდევნის შემდეგ, ისინი თან ახლდნენ ძმას სხვადასხვა ქვეყანაში და შეეწეოდნენ მოციქულებრივ ღვაწლში. ცნობები წმიდა დების აღსრულების ადგილისა და დროის შესახებ არ შემონახულა.

ღირსი მართა და მარიამი, ლაზარეს დანი (I). 4 ივნისი იულიანური კალენდრით / 17 ივნისი სამოქალაქო.

წმიდა იოანე, მონაგრიელი იღუმენი (+761)წმიდა მოწამე იოანე, მონაგრელი იღუმენი ხატმებრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონი...
06/17/2026

წმიდა იოანე, მონაგრიელი იღუმენი (+761)

წმიდა მოწამე იოანე, მონაგრელი იღუმენი ხატმებრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის ზეობისას, 761 წელს, ზღვაში ჩაახრჩვეს.

წმიდა იოანე, მონაგრიელი იღუმენი (+761). 4 ივნისი იულიანური კალენდრით / 17 ივნისი სამოქალაქო.

ღირსი ზოსიმე მეგვიპტელი – ბაბილონის ეპისკოპოსი (VI)წმიდა მოწამე ზოსიმე მეგვიპტელი - ბაბილონის ეპისკოპოსი (VI) დაიბადა კი...
06/17/2026

ღირსი ზოსიმე მეგვიპტელი – ბაბილონის ეპისკოპოსი (VI)

წმიდა მოწამე ზოსიმე მეგვიპტელი - ბაბილონის ეპისკოპოსი (VI) დაიბადა კირიაკიაში (მცირე აზია). იგი ახალგაზრდობაშივე განერიდა ამ სოფელს და სინას მთაზე დაემკვიდრა, შემდეგ კი მარტომყოფობისთვის უფრო შესაფერ ადგილს, ლიბიას მიაშურა. აქ იგი შეხვდა ბერს, რომელმაც უწინასწარმეტყველა, რომ იგი ბაბილონის ეპისკოპოსი გახდებოდა. სინას მთაზე დაბრუნებული ზოსიმე იღუმენმა მონასტრის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნა, ალექსანდრიის პატრიარქმა კი წმიდანი ბაბილონის ეპისკოპოსად დაადგინა. ღირსი მამა ზოსიმე მეგვიპტელი ღრმა მოხუცებულობამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს კი, როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, სინაზე დაბრუნდა და იქ აღესრულა მშვიდობით.

ღირსი ზოსიმე მეგვიპტელი - ბაბილონის ეპისკოპოსი. 4 ივნისი იულიანური კალენდრით / 17 ივნისი სამოქალაქო.

მღვდელმოწამე ასტი დირექიელი ეპისკოპოსი (II)მღვდელმოწამე ასტი მაკედონიის ქალაქ დირაქიის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ტრაიანეს...
06/17/2026

მღვდელმოწამე ასტი დირექიელი ეპისკოპოსი (II)

მღვდელმოწამე ასტი მაკედონიის ქალაქ დირაქიის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ტრაიანეს დროს (98-117). ერთხელ წმიდანს ძილში საღვთო გამოცხადებით ეუწყა, რომ ახლო მომავალში წამებისა და სიკვდილის დათმენა მოუწევდა ქრისტესთვის. მან თავის დიაკვნებს ურჩია, დამალულიყვნენ, თვითონ კი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდა ასტიმ არ უარყო ქრისტე. მაშინ მას სხეულზე თაფლი წაუსვეს და კრაზანების ნაკბენებით განატანჯი ჯვარზე გააკრეს. წმიდა მოწამის ცხედარი ქრისტიანებმა პატივით დაფლეს.

მღვდელმოწამე ასტი დირექიელი ეპისკოპოსი (II). 4 ივნისი იულიანური კალენდრით / 17 ივნისი სამოქალაქო.

წმიდა მოწამე კონკორდი (+დაახლ. 175)წმიდა მოწამე კონკორდი (II), ხუცეს გორდიანის ვაჟი, ქრისტეს სარწმუნოებითა და კეთილმსახუ...
06/17/2026

წმიდა მოწამე კონკორდი (+დაახლ. 175)

წმიდა მოწამე კონკორდი (II), ხუცეს გორდიანის ვაჟი, ქრისტეს სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით იზრდებოდა. რომის ეპისკოპოსმა პიუსმა იგი იპოდიაკვნად აკურთხა. შემდეგ, მამის ნებართვის, რომის მახლობლად თავის ნათესავ ევტიქისთან დასახლდა და ლოცვასა და ქველმოქმედებაში ატარებდა დღეებს. ხმამ მისი კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ტურის ოლქის მმართველ ტორკვატამდეც მიაღწია. მან მოუხმო წმინდანს, და ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ წარმართთა ცრუღმერთების ქურუმობა აღუთქვა. პასუხად კონკორდიმ მოუწოდა ტორკვატს, თავად მოქცეულიყო ჭეშმარიტი ღვთის - ქრისტეს სარწმუნოებაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს....

წმიდა მოწამე კონკორდი (+დაახლ. 175). 4 ივნისი იულიანური კალენდრით / 17 ივნისი სამოქალაქო.

წმიდა მოწამენი: ფრონტასი, სევერინი, სევერიანე და სილანი (I)წმიდა მოწამენი: ფრონტასი, სევერიანი, სევერიანე და სილანი (I) ...
06/17/2026

წმიდა მოწამენი: ფრონტასი, სევერინი, სევერიანე და სილანი (I)

წმიდა მოწამენი: ფრონტასი, სევერიანი, სევერიანე და სილანი (I) ქრისტესთვის ეწამნენ იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს. ისინი პეტრაგორიის ეპისკოპოსმა ფრონტონმა გაგზავნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად სამხრეთ გალიაში (დღევანდელ საფრანგეთში). ამ მხარის წარმართმა მმართველმა სკვირიდონმა შეიპყრო წმიდანები და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გამხეცებულმა სკვირიდონმა ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ აღმსარებლები, ძელებზე მიემსჭვალათ და თავში ლურსმნები ჩაერჭოთ ეკლის გვირგვინის მსგავსად, რის შემდეგაც მათ თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი ფრონტასი, სევერინი, სევერიანე და სილანი. 4 ივნისი იულიანური / 17 ივნისი სამოქალაქო.

წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+326)წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326) მოღვაწეობდა კ...
06/17/2026

წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+326)

წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326) მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მისი მამა, დომენტი რომის იმპერატორის პრობის (276-282) ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ შეიცნო წარმართული რელიგიის უძლურება და ირწმუნა ქრისტე. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმიდანი თავის ორ ვაჟთან - პრობსა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა, სადაც სიწმიდით გამორჩეული ეპისკოპოსის ტიტეს (242-272) ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. ტიტემ, რომელიც ხედავდა თავისი მოწაფის საღვთო მოშურნეობასა და უფლის სადიდებლად მოღვაწეობის დაუცხრომელ სურვილს, მღვდლად დაასხა მას ხელი....

წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+326). 4 ივნისი იულიანური კალენდრით / 17 ივნისი სამოქალაქო.

ღირსი იერია (+დაახლ. 320)ღირსი იერია დაიბადა და აღიზარდა წარმართულ ოჯახში. შემდეგ იგი რომაელი სენატორის მეუღლე გახდა, მა...
06/17/2026

ღირსი იერია (+დაახლ. 320)

ღირსი იერია დაიბადა და აღიზარდა წარმართულ ოჯახში. შემდეგ იგი რომაელი სენატორის მეუღლე გახდა, მაგრამ შვიდ თვეში დაქვრივდა. სირიის ქალაქ სევაპოლში მან შეიტყო, რომ ნიზიბიის მახლობლად, დედათა სავანეში ცხოვრობდა მკაცრი მოღვაწეობით განთქმული ახალგაზრდა მონაზონი თებრონია. მწირად გადაცმული იერია ესტუმრა ნეტარ დედას და მთელი ღამე საუბრობდა მასთან. შინ დაბრუნებული მომავალი წმიდანი მოინათლა და მშობლებსაც ჩააგონა, მიებაძათ მისთვის. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ნიზიბიის მონასტრის მკვიდრთა უმრავლესობა გაიხიზნა, წმიდა თებრონია კი სამსჯავროზე წარდგა და აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც მხეცურად აწამეს....

ღირსი იერია (+დაახლ. 320), 3 ივნისი ძვ. სტ. / 16 ივნისი ახ. სტ. სირიელი ქვრივი, რომელმაც ნიზიბიის მონასტერში მიიღო ბერობა.

მღვდელმოწამე ლუკიანე და მისთანა მაქსიანე ხუცესი და დიაკონი იულიანე (+81-96)მღვდელმოწამე ლუკიანე, რომელსაც წარმართობაში ლ...
06/17/2026

მღვდელმოწამე ლუკიანე და მისთანა მაქსიანე ხუცესი და დიაკონი იულიანე (+81-96)

მღვდელმოწამე ლუკიანე, რომელსაც წარმართობაში ლუკიუსი ერქვა, რომში ცხოვრობდა. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მანვე მონათლა. მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ლუკიანე ავრცელებდა ქრისტეს სწავლების ნათელს იტალიაში. ამ დროს რომში ჩამოვიდა პავლე მოციქულის მოწაფე დიონისე არეოპაგელი. წმიდა პაპმა კლიმენტიმ სთხოვა მას, თავისი ქადაგებით განემტკიცებინა დასავლეთ ქვეყნების ქრისტიანები და წარმართებშიც შეეტანა ქრისტეს ნათელი. თან გააყოლა ეპისკოპოსად ახალხელდასხმული წმიდა ლუკიანე, მაქსიანე ხუცესი, იულიანე დიაკონი, სატურნინი და მარკელინი....

მღვდელმოწამე ლუკიანე, მაქსიანე და იულიანე (+81-96), 3 ივნისი ძვ. სტ. / 16 ივნისი ახ. სტ. ბელგიის გამქრისტიანებელი.

წმიდა მოწამენი ლუკიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა (270-275)ლუკიანე წარმართი ...
06/17/2026

წმიდა მოწამენი ლუკიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა (270-275)

ლუკიანე წარმართი ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. უკვე ხანში შესული, იგი დარწმუნდა თავისი სარწმუნოების უსუსურობაში, გულით იწამა ქრისტეს მაცხოვრება და მოინათლა. მისი ქადაგების გავლენით, მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იუდეველები ვერ შეურიგდნენ ქრისტიანების მომრავლებას და ნიკომიდიის გამგებელ სილვანთან დაასმინეს ლუკიანე. სილვანი შეეცადა კვლავ კერპთმსახურებისკენ მოექცია მოხუცი, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს ქურუმყოფილი, ყბები ჩაუმტვრიეს, კვერთხებით სცემეს, თავდაყირა დაკიდეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს....

წმიდა მოწამენი ლუკიანე, კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა (+270-275), 3 ივნისი ძვ. სტ. / 16 ივნისი ახ. სტ.

Address

21 Church Street, Cookstown, L0L1L0
Toronto, ON
L0L1L0

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მამა თომა Mamao Thoma posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to მამა თომა Mamao Thoma:

Share