ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი

ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი, Christian church, ზვიად გამსახურდიას გამ. 1, Zugdidi.

13/08/2025

✨მარიამობის მარხვა.

📖ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის მარხვა 1(14) აგვისტოდან იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, უცნობია აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, IV საუკუნის ბოლოს არ სცილდება. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი ნეტარ იერონიმეს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტის ეკუთვნის. მიძინების დღესასწაულისადმია მიძღვნილი საეკლესიო საგალობლები, რომლებიც კოზმა მაიუმელსა (VII ს.) ად იოანე დამასკელს (VIII ს.) მიეკუთვნება. შემორჩენილია V საუკნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საგალობელიც.

საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა (უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა დაკანონდა).

როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიცაის არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში კონსტანტინოპოლის ცნობილი პატრიარქი ბალსამონი სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობის შესახებ წერდა.

ანასტასი კესარიელის ცნობით კი, მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გამხდარა, რაც საყოველთაოდ იქცა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა (ეს დაახლოებით VI საუკუნეში, ლეონ ფილოსოფოსის მეფობის დროს მომხდარა), ე.ი. რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა.

უფრო ადრე ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო გახლდათ - იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვადღით შემოიფარგლება, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.

რაც შეეხება დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა ყოფილა. ამ კრების შესახებ ბალსამონი წერს: „იმ დროისათვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმიდა პატრიარქმა დაამოწმა: „მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი - პირველ (15) აგვისტოს, მეორე კი თხუთმეტ (28) ნოემბერს უნდა დაიწყოს“.

27/07/2025

✨ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია გილოცავთ, წმიდათა მოწამეთა კვირიკე და ივლიტას ხსენების დღეს.

✨წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ლოცვით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

✨წმიდა ნაწილი დაცულია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში.

14/07/2025

✅ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განცხადება.

✨ 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლით ლიტანიობა დაიწყება დილის 09:00საათზე. საღმრთო ჟამისწირვა აღევლინება ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში, 10:00 საათზე. მსახურებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის წევრები,სამღვდელოებასთან ერთად. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა დაგლოცოთ, დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო.

წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე კონდაკი: შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინ...
11/07/2025

წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე

კონდაკი: შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლადპატიოსნებასა მოწაფეთასა და პავლეს თანა ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა, რომელთა ხსნებისა აღმასრულებელნი სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ.

10/07/2025

წმიდაო დავით თესალონიკელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

10/07/2025

წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

01/07/2025

ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩუენ, დიდი მთავარო ზეცისა ძალთაო.

01/07/2025
01/07/2025

შემიწყალე მე აურაცხელითა მოწყალებითა შენითა ქრისტე.

01/07/2025

📖შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ თქვენ“ (რომ. 15,7).

23/06/2025

“ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ”.

Address

ზვიად გამსახურდიას გამ. 1
Zugdidi
2100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share