უფლის აფთიაქი • ႱႨႲႷႥႠ ჵ

უფლის აფთიაქი • ႱႨႲႷႥႠ ჵ Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from უფლის აფთიაქი • ႱႨႲႷႥႠ ჵ, Religious Center, Tavisupleba, Tbilisi.

✞ უფლის აფთიაქი✨გთავაზობთ:
ბუნებრივ საშუალებებს, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ თუ პროფილაქტიკის მიზნით*

ასევე: გავეცნობით•წმინდა მამათა
სწავლებებს*
ფსიქოლოგიურ•ფილოსოფიურ გამონათქვამებს*
გაგიზიარებთ კალენდარულ•საეკლესიო სიახლეებს*
———————————————

28/08/2026

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "გონების მომნიჭებელი"

დღესასწაული 15 (28) აგვისტო

ევედრებიან გონებასუსტი ბავშვებისათვის, ასევე სწავლაში წარმატების მისაღწევად.

ხატის ისტორია და ლოცვა იხილეთ ბმულებზე: https://www.orthodoxy.ge/khatebi/gonebis.htm?fbclid=IwY2xjawT9HZNwZG9mAWV4dG4DYWVtAjEwAGJyaWQRMWttT2pOSXJ3ZDA0R2VNTm1zcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeZkt6xpaMEs_xY90mOIqnBV3pk2XUmR24ZJvme1_yewgXCNYs3iXAd3uZ4m0_aem_cutWcmzK66k6pNAEjnOXvA

28/08/2026

მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა

15 (28) აგვისტო

სიონობა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატთა თაყვანისცემა: ბოლნისის, ატენის, აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის, საგურამოს, საცხენისის, ძველი გავაზის, რუსთავის, იტრიის.

ტროპარი: შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

დიდება მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

კონდაკი: მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მარიამობის დღესასწაულის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.orthodoxy.ge/tveni/agvisto/15-midzineba.htm?fbclid=IwY2xjawT9L9RwZG9mAWV4dG4DYWVtAjEwAGJyaWQRMUZYUjBMUGZWQjluS01TWlJzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEekBJ3cI8P-h7mjk9ijx5XNdEPtkosnEYCl8gyMjTvYy3BsrQspLynXpRd_Es_aem_CcZK-64Gx6VNx46R0Wh1nA

19/08/2026

ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

6 (19) აგვისტო

ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ, რომ იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე მაღალ მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა: „და გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი“ (მათე; 17,2). ლუკა მახარებელი კი გვეუბნება, რომ ქრისტეს ფერისცვალება ლოცვისას მოხდა: „და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვა პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე“ (ლუკა; 9,29). მაცხოვარმა ფერი იცვალა მოწაფეთა რწმენის განსამტკიცებლად, რათა ისინი, როცა მოძღვრის ჯვარცმასა და სიკვდილს იხილავდნენ, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ყოველივე კაცობრიობის ცოდვებისაგან გამოხსნისათვის იყო აუცილებელი.

როცა იესო ქრისტე მოციქულებს თავისი ღვთაებრივი დიდებით წარმოუდგა, მის გვერდით წინასწარმეტყველნი, მოსე და ილია იდგნენ: „და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა და თანაზრახვიდეს“ (მათე 17.3). მახარებელი ლუკა იმასაც გვამცნობს, თუ რაზე ესაუბრებოდნენ ისინი უფალს: „იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალ ჱმს“ (ლუკა; 9,31). განსვლაში აქ იგულისხმება სიკვდილის მეშვეობით ქრისტეს წასვლა მიწიერი ცხოვრებიდან, მისი აღდგომა და ზეცად ამაღლება.

მოციქულმა პეტრემ სთხოვა მოძღვარს, სამი კარავი დაედგათ ამ წმიდა ადგილას: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ და თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა“ (მათე; 17,4). მახარებელი მარკოზი უმატებს: „რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ“ (მარკოზი; 9.6). იოანე ოქროპირის აზრით, პეტრეს სიტყვები, რომლითაც მან ქრისტეს მიმართა, მოწაფის სიყვარულსა და ამაღლებულ სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს, რომლის მიზეზიც ხილვა იყო. არც მოციქულების შიშია გასაკვირი: ღვთაებრივ სილამაზესა და არამიწიერ სანახაობას შეეძლო, შეეშინებინა ისინი. უცებ გამოჩნდა ნათლის ღრუბელი და ღრუბლისაგან მოისმა ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ“ (მათე; 17,5).

შიშისაგან პირქვედამხობილ მოციქულებთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“. როცა მათ თვალი გაახილეს, აღარსად იყვნენ მოსე და ელია, იესო მარტო იყო.

სახარებაში არსად არაა მითითებული, კერძოდ რომელ მთაზე ავიდა მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად. კირილე იერუსალიმელთან და იერონიმესთან გვხვდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ეს იყო თაბორის მთა. VI-VII საუკუნეებში მცხოვრები ზოგიერთი მოგზაური გვიდასტურებს, რომ მათი დროისათვის თაბორის მთაზე სამი ეკლესია იდგა თანახმად მოციქულ პეტრეს თხოვნისა, რომლითაც მან მაცხოვარს მიმართა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ხსნილი თევზით

13/08/2026
09/08/2026

✞ ტროპარი: ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

✨ წმ• პანტელეიმონ მკურნალი

წყარო: მართლმადიდებლური მულტფილმები

09/08/2026

✞ ✨ ხსენება, დიდმოწამისა და მკურნალისა პანტელეიმონისა {9აგვისტო}

წყარო: qoiava

31/07/2026

✞ ✨2 აგვისტო✨ წმ• ელႨა თეზბიტელისა და წმ• ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეა, ჩვენი კათალიკႭს პატრიარქის• ႨლႨა მეႭრის კი ანგელႭზის დღეა...

—————————————————————
⭐️ მმიტროპოლიტი• დანიელი

წყარო: მიტროოპოლიტი დანიელ დათუაშვვილიაა

28/07/2026

✨ წმინდა მოწამეთა, კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღე {28 ივლისი}

წყარო: ხმა ქრისტიანის

26/07/2026

✞ კრება მთავარანგელოზისა გაბრიელისა

⭐️ მიტროპოლიტი• იოანე

წყარო: ქუთაის-გაენათის ეპარქია

✞ რწმენის ღვაწლი✨წმინდა• ბასილი დიდიწყარო: ლოცვანი
26/07/2026

✞ რწმენის ღვაწლი

✨წმინდა• ბასილი დიდი

წყარო: ლოცვანი

Address

Tavisupleba
Tbilisi
0144

Alerts

Be the first to know and let us send you an email when უფლის აფთიაქი • ႱႨႲႷႥႠ ჵ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share