23/08/2026
ათონელი ბერი ხრიზოსტომოსი მეუბნებოდა როდესაც ადამიანი გადაწყვეტს იესოს ლოცვის სწავლას, დაწყებას, თავიდან შეიძლება გაუჭირდეს, მასთან იმ წამსვე დემონები გაჩნდებიან რათა ხელი შეუშალონ
, როგორც კი ადამიანი გადაწყვეტს ცხონებას, ქრისტეს შედგომას, იმ წუთიდან ის ადამიანი იქნება დევნილი და შევიწროვებული მაქსიმალურად, როგორც წმინდა წერილში წერია, " რომელთა ჰნებავს ქრისტე იესუის მიერ ცხოვრება, იდევნოს".
ამან ჩვენ არ შეგვაშინოს ეს პირიქით გასახარებელია რადგან ესიგი სწორ გზას დავადექით და კაცობრიობის მტერს ეშმას არ უნდა რომ ჩვენს ნამდვილ წიაღში სიძის ტრაპეზზე დავბრუნდეთ, რომელთა ჰმოსიეს სამოსელი საქორწინე.
ლოცვაში ვარჯიშის შედეგან ნელნელა ღმერთი ადამიანს ნუგეშს გაუგზავნის რომ მხნეობა არ დაკარგოს, ხოლო ეს ნუგეში სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოიხატოს ადამიანში და გამოვლინდეს, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი არააა, ჩვენი მიზანია " "შემიწყალე მე იესო" აი ეს შეწყალება ცხონება, სასუფევლის დამკვიდრება, ადამიანისთვის ყოველი წამი ძვირფასია
საყვარელნო, ყოველი წამი შანსია რომ ვცხონდეთ ამ სიტყვებით უფალო იესო ქრისტე ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე, ან უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, ადამიანის ბაგიდან გამოსული ეს სიტყვები ჰაერსაც კი წმენდს იმიტომ რომ ამ სახელზე წმინდა და უზეშთაესი არ არსებობს არც ზეცაში, არც ცის ქვეშეთში და არც შავეთში
მსგავსად წმინდა წერილისა: ამისთჳსცა ღმერთმან იგი აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი, რომელი უზეშთაეს არს ყოველთა სახელთა, რაითა სახელისა იესუ ქრისტესისა მიმართ ყოველი მუხლი მოიდრიკოს ზეცისათაჲ და ქვეყნისათაჲ და ქვესკნელთაჲ, და ყოველმან ენამან აღიაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.
აი საყვარელნო ზუსტად ეს არის და ამას ამოწმებს წმინდა წერილიც და მამათა გარდამოცემაც რომ ამ სახელის წარმოთქმა ყველაფერს განსწმედდს და განასპეტაკებს, ადამიანს, იმ ადგილს სადაც ეს სახელი ისმის იესო, ბუნებას ცხოველებს ყველაფერზე დადებითად მოქმედებს, იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე, ჩვენი მონასტრის განწესებაც ამას ექვემდებარება მოუკლებელი ლოცვა და მორჩილება, ლოცვა და მორჩილება გარანტირებული ცხონებაა მონაზვნისთვის, ჩვენი წინამძღვარი იესოს ლოცვის მოყვარული და ჩვენ სუსტების მტვირთველი ღვთისნიერი ადამიანია რომელიც გვტვირთულობს ჩვენ ცოდვილთ და მზრუნველი მოსიყვარულე მამასვით გვასწავლის და მიგვითითებს, ყველას თავის ძალისამებრ, ასე რომ ძმებო არ შეწყვიტოთ ლოცვა და იესოს სახელის მოხმობა
ჩვენ ყველა ჩვენი ძალისამებრ განვისჯებით სამსჯავროზე, უფალი ზედმეტს არ მოგვთხოვს, ის მიზეზს ეძებს რომ ადამიანი გადაარჩინოს, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ნუ ყოველი თავი იქნებით, არამედ, ზოგი ხელ, ზოგი ფერხ, ვისაც რა შეგვიძლია მაქსიმალურად ის უნდა ვაკეთოთ და ვიღვაწოთ, ჩვენი სახლი არაა აქ, ცისქვეშეთში, არამედ მარადიულ ცხოვრებაში რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, ჩვენ ყველანი ჩვენს ნამდვილ სამშობლოში უნდა დავბრუნდეთ საიდანაც გამოვიდევნეთ ცვენი ურჩობის გამო
არა არს ჩვენდა აქა საყოფელი არამედ მერმესა მას მივსწუთებით, სასუფეველია ჩვენი ყველასი მიზანი, დაიმახსოვრეთ ღმერთი მიზეზს ეძებს ადამიანის გადასარჩენად, მოუხმეთ იესოს სახელს მოუკლებელად, მიეცით შენდობა მონანულებს, როდესაც ადამიანი პატიებას გთხოვს, ისინი პატიების სათხოვნელად არიან მოსულები, და არა იმისთვის რომ გაკიცხოთ, იყავით მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს, ყოველთვის აპატიეთ, რადგან შენდობას თან სდევს მადლი, პატიებას ყოველთვის სასარგებლო ნაყოფი მოაქვს,
დაიმახსოვრეთ ყოველთვის აპატიეთ, რომ სამსჯავროზე თქვენც გაპატიონ. ❤️