მართლმადიდებელი საქართველო

  • Home
  • მართლმადიდებელი საქართველო
12/01/2014

ქრისტიანობა პირველ საუკუნეებიდანვე იცნობს წმინდანთა თაყვანისცემას, რაც გამოიხატებოდა მათი წმინდა ნაწილების, უხრწნელი სხეულების, თუ მათი საფლავების პატივისცემით, ოღონდ თაყვანისმცემლებმა ზუსტად იცოდნენ რას წარმოადგენდა ეს თაყვანისცემა: 1) მათ პირველ რიგში სასოება ჰქონდათ ღმერთის 2) ამგვარი სასოების და რწმენის აღმატებულ ხარისხში გამომხატველი ადამიანის მიმართ( წმინდანის) თანალოცვის სურვილი,იგივე მეოხება ისევ და ისევ ღმერთის მიმართ, რადგან "წმინდანი" რაღაც მითიური არსება კი არ არის ანდა მითიური გმირი,არამედ ცოცხალი ეკლესიის ცოცხალი წევრი,რომელმაც ცხოვრების მიზანს , თეოზისს ანუ განღმრთობას მიაღწია და მისი ადამიანური ბუნება განღმრთობილია,შესაბამისად მისი სხეულიც(გვამი,ჩონჩხი) ამ განღმრთობის მატარებელია(ამ გაგებით მივაგებთ წმინდა ნაწილებს პატივს),მაგრამ მთავარი მოტივი ,როგორც აღვნიშნე ეს არის იმ წმინდა ადამიანთა ერთად თანალოცვა(რადგან წმინდანიც ეკლესიის წევრია,მართალია ზეციურის,მაგრამ ზეციურიც და მიწიურიც ერთი მისტიური სხეულია იესო ქრისტესი,რომლის თავი თავად ქრისტეა,რომელიც გვეუბნება ..ორი,სამი თუ შეიკრიბება ლოცვისთვის მეც მათ შორის ვარო..ამიტომ ჩვენც ჩვენი ეკლესიის წევრებს ,განღმრთობილ წევრებს ვთხოვთ ლოცვას, მეოხებას, თანადგომა და ა. შ. -ასეთია წმინდანთა მიმართ ლოცვის და მათი წმინდა ნაწილების თაყვანისცემის ქრისტიანული კონცეფცია) .ახლა ვნახოთ როგორია ქართული პრაქტიკა საფლავების "მოლოცვისა":-პირველ რიგში სასწაულის მოლოდინისა(მაგიური ელფერით), "ჩათქმული" რაოდენობის სანთლების დანთება, კანდლის ზეთების გამრავლება ,თუ უშვილო ხარ -მიწის წაღება და საცვლებში ჩაყრა და რაც მთავარია, არაეკლესიური ცხოვრება(არა აღსარება ,არა ზიარება..) ,არაქრისტიანული ცნობიერება,სამაგიეროდ ყველა ეს ქმედება რელიგიურ (ანუ მორწმუნოებად) ქმედებად საღდება. ქრისტიანობას ფსევდოქრისტიანობა ანაცვლებს, ჭეშმარიტებას -ზღაპრები,მითები-სამაგიეროდ ყველა კმაყოფილია: "მომლოცველებიც", და მოსალოცი ადგილებიც, ხალხმრავალი ვოიაჟები საკმაოდ შემოსავლიანია! მაგრამ ვისაც აინტერესებს თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანული დამოკიდებულება მიცვალებულების მიმართ, რომლებსაც წმინდანებად ვრაცხავთ და მათ საფლავებსაც პატივს მივაგებთ, მოვიყვან ქრისტიანობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სინანულის მღაღდებელის და დიდი წმინდანის ეფრემ ასურის სიტყვებს : " ნურაფერს აიღებთ ჩემგან სახსოვრად, ძმანო ჩემნო, შვილნო ჩემნო და შვილნო ეკლესიისანო; რამეთუ სახსოვრად თქვენდა იგი არს, რაიცა გესმათ ცხოვრების მომნიჭებელისა ჩვენისა ღმრთისაგან.გარნა თუ რასმე წაიღებთ ეფრემისაგან , ეფრემსვე მოეკითხება, რამეთუ მეტყვის მე უფალი: ჩემდა უმეტეს – სწამდათო შენი; გარნა თუ ჩემდა სასოებდნენ, მაშინ სახსენებელად შენდა, შენსას არაფერს წაიღებდნენო.

ვინაც ცვილის სანთლით წარმიძღვეს წინდა, დაე, შინაგანმან ცეცხლმან მისმან შეწვნას იგი. გარნა რად უნდა ცეცხლი მას, რომელს საკუთარი ცეცხლი სწვავს? რაც უფრო მსწრაფლ ეგზნება ხილული ცეცხლი, მით შინაგანი, იდუმალი ცეცხლი აღეგზნება."
ავტორი დეკანოზი ლევან მათეშვილი.

http://orthodox-geo.com/2013/06/23/ღვთისმშობლის-ხატი-ღირს/
01/07/2013

http://orthodox-geo.com/2013/06/23/ღვთისმშობლის-ხატი-ღირს/

ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის…

12/01/2013

http://orthodox-geo.com/?p=2068

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს საშობაო ეპისტოლე. 07.01.2013

26/09/2012

http://orthodox-geo.com/?p=1990

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და შექმნილი რთული სიტუაციის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგეგმება თბილისის კურთხევა

22/09/2012

http://orthodox-geo.com/?p=1983
საპატრიარქოს განმარტება

საპატრიარქო განმარტებას აკეთებს პატრიარქის 21 სექტემბრის ქადაგებასთან დაკავშირებით

21/06/2012

ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს. ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას! ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ [მათეს სახარება. 7თ. 7-12]

20/06/2012

http://orthodox-geo.com/?p=1846

არის თუ არა ID ბარათები ანტიქრისტეს ბეჭედი? შეიძლება თუ არა ახალი პირადობის მოწმობების აღება? ასეთი კითხვები მრავლად ისმის ჩვენს ირგვლივ. ID ბარათების და ჩიპების შესახებ გვესაუბრება მთავარეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი

11/06/2012

http://orthodox-geo.com/?p=52

დოკუმენტური ფილმი – ათონის ქართული სავანე

03/06/2012

და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, 2. და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. 3. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. 4. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. 5. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. 6. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. 7. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? 8. და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. 9. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, 10. ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, 11. კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?! [საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2 თ. 1-12]

02/06/2012

http://orthodox-geo.com/?p=1789

დეკანოზი ლევან მათეშვილის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე. 06.05.2012

Address


Opening Hours

Monday 00:15 - 23:45
Tuesday 00:15 - 23:45
Wednesday 00:15 - 23:45
Thursday 00:15 - 23:45
Friday 00:15 - 23:45
Saturday 00:15 - 23:45
Sunday 00:15 - 23:45

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მართლმადიდებელი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your place of worship to be the top-listed Place Of Worship?

Share