ქ. რუსთავის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • ქ. რუსთავის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია

ქ. რუსთავის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქ. რუსთავის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, Religious organisation, Vakhushti Street, 8, Rustavi.

23/06/2026
https://www.facebook.com/share/p/14cc32n5SNW/
18/06/2026

https://www.facebook.com/share/p/14cc32n5SNW/

გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევანგელ...

საქარველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მიმართვა ქრისტიანულ ეკლესიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლე...
18/06/2026

საქარველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მიმართვა ქრისტიანულ ეკლესიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებს
ჩვენ მოგმართავთ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის სახელით და გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც ეხება ჩვენი ეკლესიის შენობის თავისუფალ ფუნქციონირებას რუსთავში.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მრავალი წელია მოქმედებს საქართველოში. ჩვენი სალოცავი სახლი, რომელიც მდებარეობს რუსთავში, ვახუშტის ქუჩა №8-ზე, წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ სულიერ ცენტრს, სადაც რეგულარულად იმართება საღვთისმსახურო შეკრებები, შიდასაეკლესიო შეხვედრები, ახალგაზრდული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, აგრეთვე საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენციები.
2024 წლის დეკემბერში რუსთავის მუნიციპალიტეტმა გაასხვისა ჩვენი შენობის მიმდებარე მიწა და ტერიტორია, მათ შორის სივრცე, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენდა სალოცავ სახლთან მისასვლელ მთავარ გზას და საერთო ეზოს. აღნიშნული ქონება კერძო პირს გადაეცა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით.
ამ გადაწყვეტილების შედეგად ახალმა მესაკუთრემ შემოღობა სამშენებლო ტერიტორია, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა სალოცავ სახლთან წვდომა. ამჟამად პრაქტიკულად შეუძლებელია შენობასთან ავტომობილით მისვლა. სალოცავი სახლის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოები, რომლებიც იწვევს ხმაურს, მტვერს, ანტისანიტარულ პირობებს და უსაფრთხოების საფრთხეს. შედეგად, ეკლესიას 2026 წელს მოუწია რამდენიმე დაგეგმილი საეკლესიო, ახალგაზრდული და საერთაშორისო ღონისძიების გაუქმება.
ჩვენ არ ვუპირისპირდებით ურბანულ განვითარებას ან მშენებლობას. ჩვენი შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ განვითარება არ უნდა ხდებოდეს რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვის, სამლოცველო სახლზე წვდომის შეზღუდვის ან მრევლის უსაფრთხოების ხარჯზე. ეკლესიას უნდა ჰქონდეს რეალური, უსაფრთხო წვდომა თავის სალოცავ სახლთან და ღვთისმსახურების თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა.
საკითხის მოგვარების მიზნით ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის რუსთავის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, საქართველოს პრეზიდენტს და სახალხო დამცველს. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიძებნა პრობლემის გადაწყვეტის გზა, უფრო მეტიც სამითვის განმავლობაში არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურიდან პასუხიც კი არ მიგვიღია
ჩვენთვის არსებული მდგომარეობა მხოლოდ ქონებრივი ან ინფრასტრუქტურული საკითხი არ არის. ეს პრაქტიკულად ნიშნავს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვას. სამლოცველო სახლზე უსაფრთხო და თავისუფალი წვდომის შეზღუდვა პირდაპირ აზიანებს მრევლის შეკრების, ლოცვისა და საეკლესიო ცხოვრების წარმართვის უფლებას.
ამდენად, გთხოვთ, გამოიჩინოთ ინტერესი ამ საკითხის მიმართ, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მიმართ და, თქვენი მანდატის ფარგლებში, მოუწოდოთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, უზრუნველყონ სალოცავ სახლთან უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა, ეკლესიის თავისუფალი ფუნქციონირება და ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილება.

უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, უფალმა დაგლოცოთ!
უფალმა დალოცოს სრულიად საქართველო!
პატივისცემით, სსიპ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორი
გიორგი ჩიტაძე

სსიპ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი ქ. გორში, უფროსი პასტორის
დამხმარე შმაგი ჭანკვეტაძე

20/05/2026

ბრძოლა და გამარჯვებები - გიორგი ჩიტაძე - 17.05.2026

02/05/2026

ზიარება ღმერთთან და ერთმანეთთან

24/04/2026

არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.
📜 2პეტრეს 3:9

სააღდგომო მსახურება | 12 აპრილი, 2026
12/04/2026

სააღდგომო მსახურება | 12 აპრილი, 2026

ეფეს 2:4-6: "ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, ...
11/04/2026

ეფეს 2:4-6: "ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად - მადლით ხართ გადარჩენილნი, აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში,"

Address

Vakhushti Street, 8
Rustavi
3700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქ. რუსთავის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share