ფოკას წმიდა ნინოს მამათა მონასტერი

  • Home
  • Georgia
  • Ninotsminda
  • ფოკას წმიდა ნინოს მამათა მონასტერი

ფოკას წმიდა ნინოს მამათა მონასტერი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფოკას წმიდა ნინოს მამათა მონასტერი, Ninotsminda.

მონასტერი — მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ფარავნის ტბის ნაპირას. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში. წმინდა ნინო საქართველოში სომხეთის მხრიდან შემოვიდა და პირველად გაჩერდა ფარავნის ტბასთან, სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამა მონასტერი, ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც. ის წმინდა ნინოს ეკლესიასთან მდებარეობს.

გაგრძელება: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

Address

Ninotsminda

Telephone

+995597001139

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფოკას წმიდა ნინოს მამათა მონასტერი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share