16/11/2025
Confession vol.1 ამბავი ქუთაისიდან:
გამარჯობათ მეგობრებო, ამას წინათ თბილისიდან ბათუმში გზაზე მივდიოდი, დაღამებული იყო და ქუთაისის ერთ ერთ უბანში (ზაოდში) მომიწია დროებით, მეგობართან გაჩერება.
ცოტა ხნით დაღლილი მანქანაში ვისვენებდი, უეცრად
შორიდან რაღაც ფიგურა შევამჩნიე — მეგონა ვიღაც იდგა ან უბრალოდ ფიგურას ვერ ვარჩევდი ქარში. მაგრამ ნელნელა ვამჩნევდი ახლოვდებოდა, მივხვდი, რომ კაცი იყო… თუმცა ცოტა უჩვეულო.
თეთრი მაისური ეცვა, . მომიახლოვდა თუ არა გამარჯობის დასწრებამდე პირდაპირ ასე მომახალა:
გუბები ნახე? აქ სადღაც გადადიან მილებშიო.
სიმართლე გითხრათ არვიცი გუბა რა არის, ან რა მილებზე იყო საუბარი, და მეც პირდაპირ დავეკითხე თუ რაზე საუბრობდა.
უკაცრავად… კარგად ხართ? ვკითხე თუ არა უცებ გაჩერდა, თვალები გაუფართოვდა, და აგრესიული ტონით ჩაიჩურჩულა, არიცი ეტყობა შენ ვინაა ზაოდელი მარიოო, ეს ბოლო კი განსაკუთრებით მკვახე დასავლური აქცენტით წარმოსთქვა.
ცოტა ხანი გავიდა და მანქანაში ვიჯექი, შემდეგ ისევ მომადგა, და მეუბნება, შენს უკან ვერავის ხედავო? ინსტინქტურად გავიხედე და რა თქმა უნდა, არაფერი იყო, უნდა გენახათ როგორ ამოიხვნეშა ჩვენსმა "მარიომ" და უცებ შეკრული მუშტით ჰაერში ხტუნვა დაიწყო, თან რაღაც უცნაურ ხმებს გამოცემდა.
ამ ხმებმა და უცნაურობამ უცბად რეალობაში დამაბრუნა, მივხვდი რომ ადამიანი აშკარად ფხიზელი იყო თუმცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, მანქანა დავქოქე და წასვლა დავაპირე.
ბოლოს, სანამ გავიდოდი, ერთხელ კიდევ გამოიხედა და ხმამაღლა დამიძახა:
თუ ლურჯი ლუიჯი დაგინახავს მიწაზე არ დააყენო! და გაქრა.
დღემდე ვერ ვხვდები, რა ქცევას შევესწარი. ზოგჯერ როცა იმ ქუჩაში გავდივარ, გონებაში ისევ მისი უცნაური ხმა ჩამესმის...