ქობულეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Kobuleti
  • ქობულეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი

ქობულეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ" (იოვანე 13, 35)

გელოდებით! 😊🤍
01/09/2026

გელოდებით! 😊🤍

🕊️⛪როგორც სამრევლო შეხვედრაზე დავგეგმეთ, ვაპირებთ ბავშვებისთვის შემეცნებითი და სპორტული სათამაშო ინვენტარის შეძენასა და ...
27/08/2026

🕊️⛪როგორც სამრევლო შეხვედრაზე დავგეგმეთ, ვაპირებთ ბავშვებისთვის შემეცნებითი და სპორტული სათამაშო ინვენტარის შეძენასა და ოთახის მოწყობას.

ოთახის ფუნქცია ასეთი იქნება:

🌟მშობლებს შეეძლებათ ბავშვები შეიყვანონ და გაართონ იქ ზიარების დაწყებამდე.
🌟ჩვენი სამრევლოს ახალგაზრდებს შეეძლებათ ამ ინვენტარით სარგებლობა სამრევლო შეხვედრების დროს, წირვის შემდეგ ან ნებისმიერ დროს, როცა ისინი „კაბადონში" შეიკრიბებიან.

ეს იქნება ჩვენი ბავშვების გახარებისა და მათზე ზრუნვისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი 🤍

გვჭირდება:
1. ჭადრაკის დაფები.
2. შაშის დაფები.
3. დომინო.
4. სამაგიდო სტრატეგიული თამაშები.
5. ბადმინტონი.
6. ფანქრები, ფლომასტერები, კალმები, ფურცლები...
7. უნო...
8. ხელბურთის ბურთი...
9. სხვა მსგავსი შემეცნებითი თამაშები თუ სპორტული ინვენტარი.

თქვენ შეგიძლიათ:
ჩაერთოთ ამ ინიციატივაში, დაგვეხმაროთ აქ ჩამოთვლილი თამაშების მოძიებაში, მოგვაწოდოთ რომელიმე სახლში ზედმეტი თუ გაქვთ...

✨ჩვენი ,,ბავშვებზე ზრუნვის გუნდი" კი ამ ინვენტარს სათანადოდ მიაწვდის ბავშვებს და მოაწყობს ოთახს.

📜 ,,აღვზარდოთ ჩვენი შვილები ჩვენ - ვიდრე ამას სხვები არასწორად გააკეთებენ!" 🕊️

🕊️მიმდინარე კვირის (24-30 აგვისტო) საღმრთისმსახურო განრიგი
24/08/2026

🕊️მიმდინარე კვირის (24-30 აგვისტო) საღმრთისმსახურო განრიგი

23/08/2026

📷🤍კადრები დღევანდელი სამრევლო შეხვედრიდან

წავიკითხეთ წინა კვირას მრევლის მიერ დაწერილი მოსაზრებები, შეფასებები. გმადლობთ ყველას, ვინც გაგვიზიარეთ თქვენი აზრები, იდეები და გამოხატეთ მადლიერება.

როგორც აღმოჩნდა, შეკითხვებისა და შეფასებების უდიდესი ნაწილი ეხებოდა მშობლისა და შვილის ურთიერთობის, ოჯახური ურთიერთობების, ახალგაზრდა თაობის სწორი აღზრდის საკითხებს. გაჟღერდა ლოზუნგიც - " აღვზარდოთ ჩვენი შვილები ჩვენ, ვიდრე ამას სხვები გააკეთებენ", დავსახეთ რეალური სამოქმედო გეგმა, პრაქტიკული ნაბიჯები, რომლის შესახებაც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სამრევლოს გაძლიერებაზე, ერთმანეთისთვის ,,იმედის ჩასახვასა" და ჩვენი ახალი თაობის სწორ აღზრდაზე.

ყველას მადლობას გიხდით სამრევლო შეხვედრაზე დასწრებისა და აქტიურობისთვის.

"მუდამ გიხაროდეთ, მოუკლებლად ილოცეთ, ყველაფერში იყავით მადლიერები" (1 თესალონიკელთა 5, 16-18)

მიმდინარე კვირის საღმრთისმსახურო განრიგი
17/08/2026

მიმდინარე კვირის საღმრთისმსახურო განრიგი

12/08/2026
🕊️ წარმატებით დასრულდა 4-10 აგვისტოს ვიზიტი თრუსოს ხეობის ბანაკში ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი".ამ პოსტით გვინდა მადლობა...
12/08/2026

🕊️ წარმატებით დასრულდა 4-10 აგვისტოს ვიზიტი თრუსოს ხეობის ბანაკში ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი".

ამ პოსტით გვინდა მადლობა ვუთხრათ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში და ბავშვებს ერთი უმნიშვნელოვანესი კვირა აჩუქა, რომელიც მათ განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს.

გულწრფელ მადლობას გიხდით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას, მერს, ბ-ნ ირაკლი ცეცხლაძეს, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ქ-ნ ნათია ნიჟარაძეს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისა და ბავშვთა საზაფხულო ბანაკის განხორციელებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.

თქვენი თანადგომით ჩვენს ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, რამდენიმე დღე გაეტარებინათ მათთვის განსხვავებულ, საინტერესო და შინაარსიან გარემოში - ისტორიული თრუსოს ხეობის ბანაკში „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.
ბანაკი მათთვის მხოლოდ დასვენება და ყოველდღიური გარემოს შეცვლა არ ყოფილა, ეს იყო ახალი გამოცდილებების, მეგობრობის, ურთიერთობის, შემეცნებისა და საერთო სიხარულის დღეები, რომლებიც, გვჯერა, თითოეულ მათგანს დიდხანს დარჩება კეთილ მოგონებად, ხოლო იქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ისინი ღმერთის სადიდებლად და სამშობლოსა და ადამიანის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ.

გვინდა გულითადი მადლობა ვუთხრათ თრუსოს მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ იოანე ფერაძეს, თრუსოს ბანაკის „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" საორგანიზაციო ჯგუფს, ქ-ნ ნათია ჟღენტს, მონასტრის მამებსა და დედებს, ტრაპეზრებს, მოწვეულ მასწავლებლებს, რომლებმაც ძალ-ღონე, სითბო და მზრუნველობა არ დაიშურეს ჩვენი ბავშვებისთვის.

მადლობა მშობლებს, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში გვანდეს შვილები და თავიანთი მხარდაჭერითა და თანადგომით ყოველდღე გვამხნევებდნენ.

ვაფასებთ გამოცხადებულ ნდობას, ვიმედოვნებთ, რომ ჯეროვნად გავამართლეთ ის და თქვენმა შვილებმა ამ დროის მანძილზე შეიძინეს ახალი უნარები და ცხოვრებისეული გამოცდილება.

და, რა თქმა უნდა, მადლობა ბანაკში მონაწილე ბავშვებს, რომლებმაც გამოავლინეს ნიჭი, ნდობა, სიყვარული. მათთან ურთიერთობა ჩვენთვის დიდი სიხარულის მომნიჭებელი იყო.

ჩვენთვის ეს ბანაკი მხოლოდ რამდენიმე დღის ერთად გატარება არ ყოფილა. გვინდოდა, ბავშვებისთვის შეგვექმნა გარემო, სადაც ისინი ერთმანეთის სიყვარულს, მეგობრობას, სიხარულს და, რაც ყველაზე მთავარია, ქრისტესთან სიახლოვეს შეიგრძნობდნენ.

თითოეული ბავშვი თავისი ხასიათითა და სიხარულით ჩვენთვის ძვირფასია. საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, გვინდა მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და თითოეული ბავშვი ჯანმრთელი და გახარებული დავაბრუნეთ ოჯახებში.

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანამშრომლობისთვის, ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.
ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი ბედნიერებაა ბავშვებთან ურთიერთობა.

იმედი გვაქვს, რომ ამ ბანაკიდან მათ მხოლოდ კარგი მოგონებები კი არა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი - ერთმანეთის სიყვარული, ეკლესიის სიყვარული და უფალთან სიახლოვის სურვილიც გაჰყვებათ. ვიმედოვნებთ, რომ მამა მათეს ლოცვა-კურთხევითა და თქვენი თანადგომით მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, თქვენი ოჯახები და თქვენი შვილები. მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისა და იმისთვის, რომ ამ ლამაზი დღეების შექმნაში იყავით ჩვენი თანამონაწილენი 🤍

☀️⛰️ჩვენი სამრევლოს ზაფხული თრუსოს ხეობის ბანაკში.2026 წელი 💚
06/08/2026

☀️⛰️ჩვენი სამრევლოს ზაფხული თრუსოს ხეობის ბანაკში.

2026 წელი 💚

Address

მემედ აბაშიძის ქუჩა N14
Kobuleti

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქობულეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share