26/04/2026
მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს წარმოთქმული სიტყვა:
ქრისტე აღდგა! ქრსიტე აღდგა! ქრისტე აღდგა!
მკვდრეთით აღდმგარი იესო ქრისტე, ეცხადება და დგება კაცთა შორის, ახალი საღვთო და მარადიული რეალობით, სადაც წარმავლობა და მარადისობა თანაარსებობენ პარალერულად.
ქრისტეს აღდგომის ნაყოფი არ არის მხოლოდ ამ ორი რეალობის თანაარსებობა, არამედ, საღვთო რეალობის ანუ ცათა სასუფევლის აღდგენის მცდელობა თითოეულ ადამიანში. პავლე მოციქული ამბობს რომ
„42. ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.
43. ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით.
44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი”
პავლე მოციქული გვასწავლის რომ ქრისტეს აღდგომამ შესაძლებელი გახადა თითოეული ადამიანის განთავისუფლება სიკდვილისგან და ხრწნადობისგან, არა მარტო სულით, არამედ სულსი და ხორცის ერთობით, ესეიგი, ადამიანის მთლიანი პრივონების დაბრუნება საღვთო ერთობაში.
ზუსტად რომ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეში ვხედავთ ცათა სასუფევლის ნიშანთვისებებს როგორიცაა: ქრისტეს სხეული აღარ ექვემდებარება სიკვდილს, არ ექვემდებარება შიმშილს, წყურვილს, ტანჯვას და დაღლილობას, მისი მყოფობა სხვაგვარია, ის უწნიდერბურად აღარ მიმოიქცევა, არამედ გაივლის დახშულ კარში და დადგება მოციქულთა შორის, ანუ იგივე სხეული, მაგრამ, საღვთო რეალობას თანაზიარებული, იგივე, განღმრთობილი სხეულით წარდგება ქრისტე. მოციქულები ასეთ სხეულში, ქრისტეს, უწინდებურად ვერ ცნობენ, არამედ მას მხოლოდ პურის გატეხისას შეიცნობენ.
ზუსტად რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება, ჩვენი ღმერთთან თანამშრომლობის მცდელობა, ჩვენი აქ შეკრება ეკლესიად და წმინდა ძღვენთან ზიარების მიზანი ზუსტად არის ცათა სასუფეველთან თანაზიარების შესაძლებლობაა. ზუსტად რომ აიამ განტეხილ ევქარისტიულ ძღვენში გვეცხადება ცათა სასუფეველი. მაშასადამე, ჩვენი ეკლესიური ცხოვრების მიზანი არის ღმერთის პიროვნებასთან დაახლოება და მასთან ერთობაში შესვლა. ადამიანის არსებობის ფუნდამენტალური აზრი არის ის რომ ეძიოს ღმერთი და შეიცნოს მისი პიროვნება. ამისთვის შეიქმნა ადამი და ამაზე თქბა უარი როცა იგი ცოდვით დაეცა. ადამიანის პიროვნების რეალზიება, ღვთის პიროვნებასთან დაახლოების გარეშე შეუძლებელია. მხოლო და მხოლოდ მისი პიროვნების შეცნობით, შესაძლებელია ადამიანი ეზიაროს ცათა სასუფეველს. რადგანაც, სადაც ღვთის პიროვნებაა, იქ არის ცათა სასუფეველიც, იქ არის ადამიანური შეზღუდვის დაძლევაც და ახალი სიცოცხლის საწყისიც, იმ სიცოცხლის, რომელსაც, მკვდრეთით აღდმგარი უფალი გვიცხადებს თავის თავში.
და აი დღეს, ეკლესია, იხსენებს მენელსაცხებლე დედებს. დედები რომლებიც გალილეიდან მოყოლებული, უფალს, დაუღალავად, განუწყვეტლად და გაბედულად ემსახურებიან. მეტიც, ჯვარცმის და დაკრძალვის დროს, მიუხედავად საფრთხის და შიშის განცდისა, ისინი კვლავ უფლის სიყვარულით აღრძულნი, არ ცილდებიან ჯვარს და კვლავ უფლის საფლავისკენ მიდიან რომ უფლის განსვენებულ სხეულს სცხონ კეთილ სურნელოვანი ნელსაცხებელნი. აქ ჩანს დედების თავგანწირვა, უსაზღვრო სიყვარული და სიძლიერე ქალური ბუნებისა. მენელსაცხებლე დედებს ეს უსაზღვრო სიყვარული, თანგანწირვა და გაბედულობა, უფლის მიერ უფასდებათ იმით რომ ქრისტე მათ ახარებს პირველს მის მკვდრეთით აღდგომას, მათ განუცხადებს პირველს ცათა სასუფევლის რეალობას და ამით დედები შეიქმნებიან მოციქულთა მახარობლები, რადგანაც, პირველი მენელსაცხებლე დედები ახარებენ მოციქულებს ქრისტეს აღდგომას.
მენელსაცხებლე დედები ყოველთვის მახსენებს 90იანებს, სადაც ყველაზე დიდ ტვირთი, უმეტეს წილად ქალზე იყო დაკისრებული. აქაც ემიგრაციაში, ქალობატონები, რომელთაც დატოვებული გყავთ ოჯახები ან ემიგრაციაში ცხოვრობთ ოჯახთან ერთად, შრომობთ და უზრუნველყოფთ ოჯახებს, მიუხედავად იმ დიდი სირთულებისაა რაც ემიგრაციულ ცხოვრებას თან ახლავს, აი აქაც ჩანს ქალური ბუნების სიძ₾იერე, გაბედულობა, სიყვარული და მსხვერპლგაღება. ასევე, ჩვენ გვყავს ქალბატონები ამ სამრევლოშიც, რომლებიც ემსახურებიან ამ წმინდა სამრევლოს საჭიეროებებს და ამით განაგრძობენ მენელსაცხებლე დედების მსახურებას, რომელნიც თავის დროზე ისინიც ქრისტეს ემსახურებოდნენ თავდაუზოგავად. შევთხოვ უფალს რომ როგორც მან დაუფასა დედებს უსაზღვრო სიხარულის მინიჭებით, ცათა სასუფევლის ხარებით, მგავსი, დიადი და წარმოუდგენელი სიხარულით დაგიფასოთ ქრისტე მაცხოვარმა თქვენი მსახურება ამ სამრევლოსადმი.
ასევე, მინდა ავღნიშნო რომ დღეს 40ე დღე შესრულდა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან. ნადმვილად, ნახევარი საუკუნე არ არის ცოტა. ვლოცულობთ რომ ღმერთმა მიმადლოს შენდობა შეცოდებათა, შეიწიროს მისი მამათმთავრული მსახურება და დააწესოს მისი სული ცათა სასუფეველში სანეტარო აღდგომის სასოებით.
ასევე, ჩვენი სამრევლოს წევრს, ბ-ნ გიორგი ტომარაძეს გარდაეცვალა მამა, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხოლო ახლად შესვენებული, ბ-ნი ამირანის სული, ღმერთმა ცათა სასუფეველში დაამკვიდროს.
დღეს უკვე ეკლესიის დღის წესრიგშია რომ გამოირჩეს ახალი პატრიარქი. ვლოცულობთ რომ ღმერთმა წმინდა ეკლესიას უწინამძღვროს, რომ გამოირჩეს ახალი მამათმთავარი, რომელიც ღვთის მადლით, მოემსახურება ეკლესიის და ერის საჭიროებას, ამინ!
მღვდელი გიორგი ღიბრაძე
მანჩესტერი.
26.04.26